Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩები შეაფასეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩები შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები 23 და 25 იანვარს დუბაიში უზბეკეთსა და იორდანიას დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი "ჯვაროსნებმა" ფრედ, ანგარიშით 2:2 დაასრულეს, ხოლო მეორე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

გამოკითხულთა 53.2%-მა (659) საქართველოს ნაკრების თამაში ამ ორ მატჩში უარყოფითად შეაფასა. 34.6%-მა (429) ამ კითხვას ასე უპასუხა: "ვინ გვაყურებინა, რომ..."

- ტყუილი თუ უნიათობა? რატომ ვერ ვუყურებთ ხოლმე საქართველოს ნაკრების მატჩებს

9.7%-მა (120) "ჯვაროსნების" თამაში დამაკმაყოფილებლად მიიჩნია, ხოლო 2.5%-მა (
31) - დადებითად.

გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 1239-მა ადამიანმა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული