ერთ-ერთი ყველაზე ცუდი - ვლადიმირ ვაისის სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 23 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მის სათავეში 21 მწვრთნელი შეიცვალა. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების 22-ე მწვრთნელია, მე-7 უცხოელი სპეციალისტი.

თითქმის წელიწადი გავიდა, რაც ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი სლოვაკმა სპეციალისტმა ჩაიბარა. ამ პერიოდის განმავლობაში, ნაკრებმა 10 თამაში ჩაატარა და მართალია, თამაშის ხარისხით გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილში იმედი გააჩინა, თუმცა შედეგები აშკარად არადამაკმაყოფილებელია - ამ 10 მატჩიდან ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ ერთში გაიმარჯვა (ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში).

თავშივე გეტყვით, რომ ვაისის
სტატისტიკა ერთ-ერთი ყველაზე ცუდია იმ მწვრთნელებს შორის, ვისაც საქართველოს ნაკრებში უმუშავია, დეტალებზე კი ქვემოთ:

მოდით, პარალელები გავავლოთ იმ მწვრთნელების შედეგებთან, ვისაც საქართველოს ნაკრები მოედანზე მინიმუმ 10-ჯერ გაუყვანია. ასეთები კი, სხვათა შორის, არც ისე ბევრი გვყავდა. როგორც წესი, ჩვენი ნაკრების მესაჭეები ხშირ-ხშირად იცვლებოდნენ...

პირველი, ვინც ნაკრების სათავეში 10-მატჩიანი მიჯნის გადაბიჯება შეძლო, ალექსანდრე ჩივაძე იყო. თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 1993 წელს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1996 წლის ნოემბრამდე იმუშავა. 3 წლის განმავლობაში, ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 24 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9-ში იმარჯვა, 14-ში - დამარცხდა, 1 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

თუ ვნახავთ ჩივაძის პირველ ათ მატჩს, მის ანგარიშზე 5-5 მოგება-წაგება იყო. სხვათა შორის, ჩივაძის იმ გუნდმა უელსს საკუთარ მოედანზე ანგარიშით 5:0 სძლია, გასვლაზე კი მინიმალური ანგარიშით მოუგო. ასევე ორივე შეხვედრა მოვუგეთ ალბანელებს და ერთიც ბულგარეთს.

ჩივაძის შემდეგ ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი,  გიგლა იმნაძე და იოჰან ბოსკამპი წვრთნიდნენ, თუმცა მათგან ზედიზედ 10 მატჩის ჩატარება არცერთს დასცალდა. პაუზებით ამ პერიოდში (1996-99) გუცაევმა გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა, საიდანაც 5-5 მოიგო და წააგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

აი, 2000 წლის თებერვალში დანიშნულმა დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილის დუეტმა ნაკრები 16 მატჩში გაწვრთნა, შედეგი კი 5-5 მოგება-ფრე და 6 მარცხი იყო. ნაკრებს მათი ხელმძღვანელობის დროს პირველ 10 თამაშში 3 მოგება, 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ფეხბურთის მაშინდელმა ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდრე ჩივაძე დააბრუნა, რომელმაც ნაკრები მოედანზე ამჯერად 11-ჯერ გაიყვანა. შედეგად 4 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება მივიღეთ.

შემდეგ იყო ივო შუშაკი (2 მატჩი), მერაბ ჟორდანია (3), გოჩა ტყებუჩავა (3) და... ალან ჟირესი, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ზუსტად 10 მატჩი ჩაატარა - 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

2005 წელს ნაკრები გაიოზ დარსაძემ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 7 მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო.

ამის მერე კი ეროვნულ გუნდის სათავეში ზედიზედ 3 უცხოელი მწვრთნელი ვიხილეთ... 2006 წლის მარტში ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი დანიშნა. 7 მოგება, 4 ფრე, 13 წაგება - ასეთი სტატისტიკა ჰქონდა გუნდს მისი ხელმძღვანელობის პერიოდში. რაც შეეხება პირველ 10 მატჩს, ტოპმიოლერის გაწვრთნილი ნაკრების ანგარიშზე 3 მოგება და 7 წაგება იყო.

2008 წლის მაისში ნაკრებში პეტარ სეგრტი გამოჩნდა, რომელმაც სულ ორ შეხვედრაში უთავკაცა გუნდს (თითო ფრე და წაგება).

იმავე წლის აგვისტოში კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ექტორ კუპერს ჩააბარეს და ამ პერიოდს ემთხვევა საქართველო-რუსეთის ომიც... ტრაგიკულმა მოვლენებმა ითამაშა დიდი როლი ნაკრების წარუმატებლობაში თუ სხვა მიზეზებმა, ფაქტია, რომ არგენტინელის მიერ გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო - 16 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება და ისიც სადებიუტო შეხვედრაში სტუმრად იმავე უელსის ნაკრებთან (2:1). მომდევნო 9 თამაშიდან გუნდმა 6 წააგო, 3 კი ფრედ დაასრულა, სულ კი - 11 წააგო და 4 ფრე.

მას მერე, რაც უცხოელმა სპეციალისტებმა ვერ გაამართლეს, ისევ ქართველის ჯერი დადგა - 2010 წლის დასაწყისში ნაკრებს უკვე მწვრთნელის სტატუსით თემურ ქეცბაია დაუბრუნდა. ქეცბაიას გუნდი რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, ამას ისიც ადასტურებს, რომ 2010 წელს საქართველო ევროპაში ერთადერთი ნაკრები იყო, რომელსაც წლის განმავლობაში მარცხი არ ჰქონდა. ასეთი შედეგი ჩვენი ნაკრებისთვის მართლაც საოცარი იყო. ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტჯერ გაიყვანა მოედანზე და ყველაზე მეტი მოგებაც ნაკრებს სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა - 40 მატჩში 13 მოგება, 9 ფრე და 18 წაგება.

პირველ 10 მატჩში ქეცბაიას გაწვრთნილმა ნაკრებმა 5 თამაშში იმარჯვა (აქედან ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 წლის 26 მარტს ხორვატიასთან - 1:0), 5 მატჩი კი ფრედ დაასრულა.

შემდეგ დადგა კახა ცხადაძის დრო, რომელმაც ჟირესის მსგავსად, ნაკრები მოედანზე 10-ჯერ გაიყვანა - 3 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი.

თუ გავეცნობით იმ მწვრთნელების სტატისტიკას, ვინც 10-მატჩიან ნიშნულს ვერ მიაღწია, ვნახავთ, რომ უმრავლესობას 1-ზე მეტი მოგება მაინც ჰქონდა: ანატოლი ნორაკიძე - 4 მატჩში 2 მოგება; დავით ყიფიანი - 7 მატჩში 4 მოგება; გაიოზ დარსაძე - 7 მატჩში 2 მოგება...

ვლადიმირ ვაისის ფორმაციის ნაკრების მონაგარი კი 10 მატჩში 5 წაგება , 4 ფრე და ერთადერთი გამარჯვებაა.

ფაქტია, სტატისტიკით ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და მის მთავარ წარმატებებად ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვება და მუნდიალის მიმდინარე შესარჩევში უელსთან სტუმრად ფრე რჩება... თუმცა არის კიდევ ერთი, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც პოზიტივი - სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 122-ე ადგილზე (283 ქულა) მყოფი ჩაიბარა, ბოლო მონაცემებით კი ჩვენი გუნდი იმავე რეიტინგში 121-ეა (281 ქულით). როგორც ხედავთ, ვაისის გუნდს წინსვლა ერთი ნაბიჯით მაინც აქვს!

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული საქართველოს ნაკრების 10 მატჩი
- იორდანია-საქართველო 1:0 [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-მოლდოვა 1:1 [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-ავსტრია 1:2 [VIDEO]
- ესპანეთი-საქართველო 0:1 [VIDEO+PHOTO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 [VIDEO]
- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 [VIDEO]
- საქართველო-ყაზახეთი 1:1 [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 23 /
Yvelazezd didi shecdoma boskampis gashveba iyo da meore zozushvilran ertad yifianis danishvba. Magram yvelaze didi brali fdxburtetelebis ambiciam da arafrofesionalizma da ertmandtis gautanlobam daaklo
Jeims
18:35 01-02-2017
0
ბაჩო გ-ს. არა ჩემი ,,,ნ, მაყურებელი ვაისაა ტო!!! რა გეგუცა ჩემი..... ტო!!!
კატა
16:24 01-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული