თემურ ფარცვანია: საქართველოს მოქალაქეობას ვიღებ, დანარჩენი კი ვაისმა გადაწყვიტოს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველი მცველი თემურ ფარცვანია უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ 25 წლის ფეხბურთელმა Sportall.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეობის მიღების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ დაადასტურა ფარცვანიასადმი ინტერესი და განაცხადა, რომ მის შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ მოქალაქეობაა.

ფარცვანია 25 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, 2004-ში უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას უკრაინ
ის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. თავის დროზე ის კიევის "დინამოში" თამაშობდა და უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა. კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 6 წელი ითამაშა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ლუცკის "ვოლინში"...

მარჯვენა მცველი საქართველოს მოქალაქეობას მალე მიიღებს, ხოლო გამოიძახებენ თუ არა ეროვნულ გუნდში, ეს თავად ფეხბურთელმა ჯერ არ იცის...

- პროცესი დაწყებულია. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილი საჯაროდაც გამოვხატე და ვთქვი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინდა თამაში. მახარებს და მაიმედებს ის, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე, ჩემსა და იმ ფეხბურთელებზე საუბრობს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ.

საქართველოში არ ვიმყოფები და პროცესი სწორედ ამიტომ იწელება. ჩემი ოჯახია ამაში ჩართული. შედგა შეხვედრა სპორტის მინისტრის მოადგილესთან და საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. პროცესის დაჩქარებასა და მოქალაქეობის დაბრუნებაში ორივე სტრუქტურაა ჩართული და ამისთვის მათი დიდი მადლობელი ვარ.

- გამოდის, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარს ამბობ...
- სრულად მაქვს გაცნობიერებული, რომ უკრაინის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს, მაგრამ ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას წარმოადგენს.

- თავად ვლადიმირ ვაისთან გქონდა საუბარი?
- არა, ვაისთან არ მისაუბრია და მის პოზიციაზე ასე გადაჭრით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მან განაცხადა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მეც ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. გამომიძახებს თუ არა ნაკრებში მას მერე, რაც მოქალაქეობას მივიღებ, არ ვიცი.

- მაქსიმუმ, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ პროცესებმა?
- სტანდარტული პროცედურაა. სპორტის სამინისტრომ იუსტიციაში წერილი გაგზავნა. როგორც ვიცი, ფედერაციამ უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატი ვარ. აპლიკაციაა შესავსები, რომელიც შემდეგ განსახილველად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ ის გადაწყვეტს, დამიბრუნებს თუ არა მოქალაქეობას.

ჯერ პირადობა უნდა ავიღო და ამის მერე - პასპორტი. ამიტომ ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება საქმის მოგვარებას, ვერ გეტყვით. ალბათ, დაახლოებით ორი თვე...
მკითხველის კომენტარები / 13 /
თბილისში კი არა ზუგდიდში დაიბადა. 25 კი არა 27 წლისაა. ორი წელი აქვს გადაკეტებული. ტამაშობდა ელგუჯა ქომეთიანთან 89იანებში.
andro
14:58 03-02-2017
0
აუ შენ აიღე ძმაო და დანარჩენი ჩვენზე იყოს. დიდი მადლობა რო ამ მდაბიო ქვეყნის მოქალაქე ხდები. ვერ ამოვალთ შენი პატივისცემიდან ვერასდროს.

ირაკლი
14:59 03-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული