უმნიშვნელოვანეს თამაშზე სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ადგილობრივ მედიასთან ილაპარაკა. სხვათა შორის, თავის დროზე, რუსეთში მუშაობისას, მუსლინს არაერთი ქართველი ფეხბურთელი გაუწვრთნია. ვნახოთ, რას ფიქრობს მომავალ მატჩზე.
"ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად გამუდმებით ვიმუშავებ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის იდეალური შემადგენლობა შევკრიბოთ და შეცდომა გამოვრიცხოთ.
ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს ვიტყვი - ეს შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ თბილისში გადამწყვეტი ბრძოლა გველის.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერ გამარჯვება არ აქვს,
საერთოდაც, ქართველებს ჯგუფში ახლა მეტი ქულა უნდა ჰქონდეთ", - თქვა მუსლინმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"