![](https://sportall.ge/pictures/image31/2be7e579fc173357f4f6fa8f811536dc.jpg)
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.
პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.
![კიდევ უფრო დაბლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/ccbd01acbff903ff5eed2b9631393cf1.jpg)