საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.
პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.