კიდევ უფრო დაბლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
9 თებერვალს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.

პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
საცოდავები. მაართლა რა საწყლები არიან, ხუმრობით არ ვამბობ ამას.
დადას
18:14 09-02-2017
0
ვინმემ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე? თუ მთავარია მოიგო არჩევნები, მოირგო სავარძელი და შეგიძლია იჯდე და ბამბუკი აბოლო ?!!!!!
ლევანი
19:25 09-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული