ხმა მივცეთ მერებაშვილს! - ექსტრაკლასას საიტზე ტურის საუკეთესო გოლის გამოკითხვა მიმდინარეობს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალური საიტი 23-ე ტურში გასული საუკეთესო გოლის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს.

ნომინანტთა შორის, რომელიც სულ ხუთია, არის პლოცკის "ვისლას" 30 წლის შემტევი გიორგი მერებაშვილის გოლი. მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ზაგლებიე" მიიღო და ანგარიშით 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

- ლეგიონი: გიორგი მერებაშვილმა "ვისლას" ულამაზესი გოლით მოაგებინა [VIDEO]

პოლონურმა საიტმა Pilkanozna.pl-მა მერებაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

- Pilkanozna.pl-მა გიორგი მერებაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

გამოკითხვა ხვალ, 1-ელ
მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დასრულდება. ფეხბურთელს, რომლის გოლსაც გულშემატკივარი საუკეთესოდ დაასახელებს, სიმბოლური თასი გადაეცემა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ამისათვის კი საჭიროა გადახვიდეთ ამ ბმულზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული