ცხადია, ზოგიერთი ლეგიონერი, ვინც გუშინ ითამაშა თავის კლუბში, ნაკრებს სამშაბათს შეუერთდება.
შეკრების ძირითადი ნაწილი თბილისის ზღვაზე, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ჩაივლის, თუმცა ნაკრები, რა თქმა უნდა, "დინამო არენაზეც" ივარჯიშებს. დღეისთვის ვლადიმირ ვაისს ერთი ვარჯიში აქვს დაგეგმილი.
- მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ
სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის ვაისის ნაკრები ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრ. სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), საბა კვირკველია (ლოკომოტივი მ, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი თბ), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"