ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კაშიას შემდეგი კითხვა დაუსვა: "ბარსელონასა" და პსჟ-ს თამაშამდე სანაძლეო შემოგვთავაზე. აპირებ თუ არა იგივეს სერბეთთან მატჩის წინ?".
"თავად თუ შემომთავაზებთ, სჯობს, რადგან ყველა სანაძლეო, რაც კი ვინმეს შევთავაზე, წავაგე. ახლა ულვაში უნდა გავიზარდო და დავიტოვო, მანამდე წვერის გაპარსვა წავაგე.
კიდევ ბევრი სანაძლეო შემომთავაზეს, მაგრამ თმას არ გადავიპარსავ, გამორიცხულია (იცინის)", - უპასუხა კაშიამ.