ლევან მჭედლიძე: მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებს სერბეთის დამარცხებას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდი ლევან მჭედლიძე 21 მარტს გადაცემა "სპორტი 360"-ის სტუმარი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში მჭედლიძემ მის ტრავმაზე, ნაკრების მოახლოებულ მატჩსა და მომავალზე ისაუბრა.

"თავდაპირველად, ტრავმა სერიოზული არ იყო. უბრალოდ, ვარჯიში ადრე დავიწყე, მეგონა კარგად ვიყავი და ამან გამირთულა შემდეგ, რის გამოც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი მატჩების გამოტოვება მიწევს. დაახლოებით ორ კვირაში სრულად გამოვჯანმრთელდები.

რამდენიმე ტურში გოლები გადავაბი ერთმანეთს და ასეთ დროს მიღებული ტრავმა სამწუხარო იყო. მის გამო თვენახევარი გამიცდა. ვარჯიშს მალე დავიწყებ და იმედი მაქვს, ის
კარგი სერია, რომელიც მანამდე მქონდა, კვლავ გაგრძელდება.

გიდასტურებთ, რომ ამ პერიოდში მართლაც იყო რამდენიმე კლუბის ვარიანტი, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანი კარგად ყოფნაა, ასეთ საკითხებს კი სეზონის ბოლოს ვაგვარებ. არც ისეა საქმე, რომ, აი, "ემპოლი" თუ გავარდა, ავდგები და წავალ. არა! ამ გუნდის წევრი ვარ და ძალიან მინდა მის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა მიზანი სერია A-ში დარჩენაა და მერე ვნახოთ, დავრჩები თუ წავალ.

თორნიკე ოქრიაშვილი ძალიან დააკლდება ნაკრებს. ის ფიზიკურად თავს კარგად გრძნობდა და პროგრესიც ჰქონდა. მას ვესაუბრე და ძალიან გულდაწყვეტილია. იმედი მაქვს, მალე უფრო ძლიერი დაბრუნდება.

მჯერა, დანაკლისის მიუხედავად საქართველოს ნაკრები შეძლებს სერბეთის დამარცხებას, რადგან ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა მჭედლიძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე ნაღდი ვარიანტი ბიჭებო- ბილეთში საქართველოს წაგება დაწერეთ და თამაშში საქართველოს უბალელშიკეთ,თამაშს წავაგებთ და ბილეთს ვიგებთ, მგონი რეალურია....
john
12:34 22-03-2017
0
ნეტა სტადიონზე თუ მიდის ვინმე
საბა
12:33 22-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული