სერბეთის ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა უკვე დაიმატა "ტორინოს" ფეხბურთელი საშა ლუკიჩი, რომელიც რადოიას შეცვლის, თუ ეს უკანასკნელი თამაშს ვერ შეძლებს.
სერბეთის ნაკრების დანარჩენმა წევრებმა "სტარა პაზოვას" ბაზაზე ჩვეულებრივად ივარჯიშეს.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, 21:00-ზე გაიმართება.