თბილისში "სელტას" ნახევარმცველ ნემანია რადოიას თამაში საეჭვოა

AutoSharing Option
ესპანური მედიის ცნობით, ვიგოს "სელტასა" და სერბეთის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველის, ნემანია რადოიას თამაში თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ საეჭვოა.

სერბეთის ნაკრების თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა უკვე დაიმატა "ტორინოს" ფეხბურთელი საშა ლუკიჩი, რომელიც რადოიას შეცვლის, თუ ეს უკანასკნელი თამაშს ვერ შეძლებს.

სერბეთის ნაკრების დანარჩენმა წევრებმა "სტარა პაზოვას" ბაზაზე ჩვეულებრივად ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, 21:00-ზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული