"რაპიდში" მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს და იმედია, ნაკრებშიც ვითამაშებ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 24 მარტს, "დინამო არენაზე" 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულია ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც.

ქვილითაია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, ვისაც კლუბში სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ აქვს. 23 წლის ფორვარდი "რაპიდში" გასული წლის აგვისტოში თბილისის "დინამოდან" გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი სწრაფად დაიმკვიდრა. ქართველ ფორვარდს "რაპიდის" მაისურით გოლებიც სტაბილურად გააქვს.

ქვილითაიამ Sportall.ge-სთან კლუბში შექმნილ სიტუაციასა და ნაკრების მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვენას და "რაპიდს" უკვე შევეგუე, ადაპტაციის
გავლა არ გამჭირვებია. ახლა გუნდში სიტუაცია ცოტა აირია, თითქმის ხუთი თვეა, მატჩი არ მოგვიგია, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი გამოსწორდება და "რაპიდი" ისევ ის იქნება, რაც იყო...

კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი მაქვს და ჯერ ჩემი სხვაგან წასვლა არც განიხილება.

კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს და ვიმედოვნებ, რომ ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშებ. სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია და რთულ თამაშს ველი, თუმცა ტექნიკისა და გუნდურობის ხარჯზე შეგვიძლია მათი დამარცხება.

თანაც, საკუთარ მოედანზე თამაში ჩვენი უპირატესობაა, გულშემატკივრის იმედი მაქვს", - გვითხრა ქვილითაიამ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ქვილითაია არის ყვეაზე საუკეთესო და ნიჩიერი თავდამსხმელი დგეს, გიოს პლიუსები უნდა გამოიყენო ვაის, ფლანგებიდან გვჩირდება აქტიური შეტევები და ჩაწოდებები, გიო შენს გვერდით ვართ ძმაო, აბაშააა
თემო ჩაჩავა
20:28 23-03-2017
0
ქვილითაია არის ყვეაზე საუკეთესო და ნიჩიერი თავდამსხმელი დგეს, გიოს პლიუსები უნდა გამოიყენო ვაის, ფლანგებიდან გვჩირდება აქტიური შეტევები და ჩაწოდებები, გიო შენს გვერდით ვართ ძმაო, აბაშააა
თემო ჩაჩავა
20:28 23-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული