23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს

AutoSharing Option
23 მარტს საქართველო-სერბეთის ბილეთების ყიდვა გულშემატკივარს "დინამო არენის" სალაროებში 22:00 საათამდე შეეძლება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის გაყიდვა ონლაინრეჟიმში, ბმულზე - www.tkt.ge/geovsrb და "დინამო არენის" სალაროებში მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

ბილეთების ონლაინრეჟიმში ყიდვის შემთხვევაში www.tkt.ge/geovsrb გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.

24 მარტს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სერბეთის ეროვნულ ნაკრებს
დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
22 საათი კი არა ბილეთების გაყიდვას მიხედეთ თუ არ გაქვთ თავი დაგდით ჯიხურები ქალაქში და გაყიდეთ ისე და ნუ მიბლოკავთ კომენტარებს
ბენიამინ
00:55 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული