"სერბეთთან მატჩისთვის ორი სქემა დავამუშავეთ, სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 23 მარტს, სერბეთთან თამაშამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება.

"მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ უელსსა და ირლანდიაში კარგად ვითამაშეთ, ვერ მოვიგეთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, ჯგუფში პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.

ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის.

თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე
გვაკლია, მაგრამ ხვალ მოსაგებად ვითამაშებთ. დანაკლისის ფონზე ცვლილებები აუცილებელი იყო, ამიტომ გამოვიძახე ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. გამოვიძახე ახალგაზრდა ჯიმი ტაბიძე, გიორგი რეხვიაშვილი, რომლებმაც იანვარში შეკრებაზე თავი კარგად წარმოაჩინეს...

თავისთავად, გეგმა "ბ" შემუშავებული გვაქვს. გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით გეუბნებით, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.

გვინდა, ხვალ გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც მოსაგებად თამაშისთვის მზად იქნება", - თქვა ვაისმა.

- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს
მკითხველის კომენტარები / 33 /
მტრები ყავს ქართულ ფეხბურთს, "გულშემატკივრების" რიგებია გასაწმენდი. ვისაც ბრძოლა არ უნდა - ის არის დასახვრეტი.
Eskadron
24 მარტი 2017 01:09
0
ორივე თამაში(სერბეთი,ლატვია)უეჭველად მოსაგებია!!წინააღმდეგ შემთხვევაში... მართალია სერბეთი სუსტი გუნდი არ არის მაგრამ თუ რამის ამბიცია და თავმოყვარეობა გაგვაჩნია უნდა მოვიგოთ!!სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელია ჩემი აზრით.აღარ გვინდა რა ეს ფეხბურთელებზე "ფსიქოლოგიური წნეხი" და ეგეთი ბჟუტური!!ორივე თამაში მოსაგებია მორჩა და გათავდა!!!
333
24 მარტი 2017 00:39
0
სამიდან ერთი რო აიღოთ, ეგეც კარგია.
გიჟუა
23 მარტი 2017 23:20
0
ჭანტურიას ტრავმა რომც არ ქონდეს მაინც არ გამოიძახებდა და მართალიცაა.. ხვალ მოგება კი კარგია მარა ძალიან გაგვიჭირდება,ფაქტიურად თავდამსხმელი არ ყავს საქართველოს ნაკრებს, რას ვიზამთ როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ნაკრები უფლება არ გვაქ არ გვიყვარდეს.. ჯანოს ჯაბას და 2 ვაკოს იმედი მაქ ყველაზე მეტად, 3 ქულას გისურვებ ვაის
basko
23 მარტი 2017 23:15
0
განწყობა მხოლოდ ოპტიმისტური!დადებითი მუხტი უნდა შევქნათ გულშემატკივრებმა!ჩვენს ბიჭებს შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ!
ზაზა
23 მარტი 2017 22:11
0
ვაის ერთი წაგიგია ხვალ და ვაი შენი ტყავის ბრალი.
meco
23 მარტი 2017 21:39
0
საქართველო მოიგებს 1:0 -ს გოლს გაიტანს ჯანო(სპარტაკი) ყველანი სტადიონზე .
ერეკლე
23 მარტი 2017 21:38
0
არ გჯერათ ჩვენი მოგების არ გჯერათ მარა,თქვე მამაცხონებულებო ასეთ კომენტარებს რატომ აკეთებთ რა უბედურებაა,მოვიგებთ აუცილებლად.
gocha.
23 მარტი 2017 21:18
0
სიმპატიური გუნდია სერბეთი, გასვლა უნდა მუნდიალზე. ჩვენ კიდე მაწაკი გუნდების კატეგორიას მივეკუთვნებით, აი ათასში ერთხელ რომ გაუმართლებს და ეგაც ისეთთან უეჭველი რომ სჭირდება თამაში და ჩვენ არა. ხოდა, არ სჯობს რომ წავაგოთ? ჩვენ მაინც არანაირი შანსი არ გვაქვს, აქედანაც რო იყოს გავარდნა გავვარდებოდით კიდეც. ვალოდია ვაისს თუ სჯერა რასაც უბნობს ნეტა?
ქომაგი
23 მარტი 2017 20:54
0
ნეტა თვითონ თუ ჯერავს რომ საქართველოს ნაკრები მოიგებს?
ბენო
23 მარტი 2017 20:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული