- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]
"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.
მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.
ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.
გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.
ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.
რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.
არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.
რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.
ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.
დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
უნდა მივიღოთ რეალობა ისეთი როგორიც არის, არ უნდა გვქონდეს შესაძლებლობებზე დიდი ამბიცია და შესაბამისად გავუფრთხილდეთ ნერვებს. როცა განვითარდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ან წამოვა კაი თაობა და გვეყოლებამაღალი დონის იგროკები მერე შეიძლება გვქონდეს ის ოპტიმიზმი და ამბიციები რაც დღეს გვაქ და რისი საფუძველიც ამ მომენტში არანაირად არ არი