ვაკო გვილია: რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს და მე ამის იმედად ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ სერბეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

გვილია გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ყალიბდება. მართალია, სერბთა მეორე გოლი 22 წლის საყრდენი ნახევარმცველის შეცდომის შედეგად გავიდა, მაგრამ მან ბევრი იმოძრავა, დიდი შავი სამუშაო გასწია და რამდენჯერმე მაყურებელს ტაში მოსწყვიტა. პირველ გოლზე ალექსანდრე კოლაროვი შეცდომაში მისმა მოძრაობამ შეიყვანა. მეორე ნახევარში გატანაც სცადა.

"სამწუხაროა, რომ დიდი ხანია წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და იგივე მოხდა, რაც აქამდე - რეალურად შესაძლებელი იყო მინიმუმ
ქულის მოპოვება. თითქოს, კარგადაც ვითამაშეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ.

მაგრამ ეს ცხოვრებაა, რაც ჩვენ არ გვკლავს, გვაძლიერებს და მე ამის იმედად ვარ.

ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ხარისხის ფეხბურთი ვაჩვენოთ - მეტი მონდომება, შრომა და კონცენტრაცია გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ესეც მოვა", - გვითხრა გვილიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ცდა ბედის მონახევრეა, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი, მადლი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება, სანტელ საკმეველი თავის გზას არ დაკარგავსო... მარა ეს ყველაფერი რაკავშირშია ჩვენ ნაკრებთან ან ამ თამაშთან
miriani
12:34 27-03-2017
0
გვილია მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამ ბიჭმა თუ ასე გააგრძელა,მჯერა, ძალიან დიდ გუნდებში ითამაშებს.ერთი კი მინდა ავღნიშნო:მომეჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი წარუმატებლობებისა კვლავ არასაკმარისი ფიზიკური მომზადებაა.ეს კომპონენტი კი ვლადიმერ ვაისმა კი არა, საფეხბურთო სკოლებმა უნდა დახვეწონ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული