შეგახსენებთ, რომ 28 მარტს "დინამო არენაზე" გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]
"მთლიანობაში, კარგი თამაში გამოვიდა. გვინდოდა, სანაკრებო პაუზა კარგი განწყობით დაგვესრულებინა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა. ხუთი გოლი გავიტანეთ და ხასიათი გამოვისწორეთ.
მე ნორმალურად ვითამაშე. კარგი იქნებოდა, უკეთესად მეთამაშა და გოლი გამეტანა, მაგრამ მთავარი გუნდური თამაშია და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ", - თქვა ჯიღაურმა.