სფფ ადასტურებს: ივნისში საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ივნისს ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩში სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატჩი საქართველოში გაიმართება, თუმცა რომელ ქალაქში და რომელ სტადიონზე, ჯერჯერობით უცნობია.

სენტ კიტსი და ნევისი სახელმწიფოა კარიბის ზღვაში, რომელიც ორი მთავარი კუნძულისგან შედგება. მოსახლეობა სულ რაღაც 50 ათასი ადამიანია. ამის მიუხედავად, სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები საქართველოზე (126) გაცილებით წინაა რეიტინგში - 73-ე ადგილზეა.

ასე რომ, 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და
ნევისის გუნდს დაუპირისპირდება, შემდეგ კი მოლდოვაში გაემგზავრება, სადაც 11 ივნისს ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 22 /
დევიჯერო რო სომხები ან აზერბაიჯანლები ვარს გვეტყვიან ამხანაგურ ტამაშზე გინდ თბილიში და გინა ერავანში ან ბაქოში????
qutaiseli
30 მარტი 2017 13:18
0
სამტრედიის რაიონზე მცირე ქვეყანაა ტერიტორიითაც და მოსახლეობითაც. მაგრამ სამტრედია ჩემპიონია :) ასე რომ, ხელწამოსაკრავად ნუ ჩათვლით ამ ქვეყნის ნაკრებს!!!
როგორც საქართველომ დაამარცხა ესპანეთი,ასევე გაგვხევს შუაზე ამათი ნაკრებიც, არის ამის ალბათობა თუნდაც 1%/ ? არის, ჰოდა გვეშინოდეს რომ ვერ მოვუგებთ!
Guadua
30 მარტი 2017 11:23
0
ამის მოფიქრება არ გინდა!!!!! სენტ-კიტსი და ნევის? სირცხვილია და მეტი არაფერი.....
ლევანი
30 მარტი 2017 10:38
0
შენააა და რა მოიგებს ჩვენი უბედური ნაკრები გგონიათ? კარგია თუ გგონიათ ))))
bs
30 მარტი 2017 10:38
0
კაი რა ხალხო, საქილიკო და საკრიტიკო იმდენი აქვს ჩვენს ნაკრებს და ფედერაციას, რომ ეყოფათ და ყველაფერზე ნუ ვსკეპტიკოსობთ და ვიშხამებით. რა სარგებელს მისცემს და იმას რომ 4 დღეში ოფიციალური მატჩია და მოლდოვასთან და 1 თამაში-სპარინგი 10 ვარჯიშს ჯობია და კიდე კაი საშუალებაა გუნდის შეკვრა-შეთამაშების იმის მიუხედავად ვის ხვდები... და თან ვხვდებით ჩვენზე გაცილებით წინ მდგომ ქვეყანას ცოტა უაზრო რეიტინგული სისტემით, მაგრამ მაინც საქმეა
Irakli apkhaidze
30 მარტი 2017 10:15
0
სტატია 3ჯერ წავიკითხე, უცებ ვერ მივვხვდი ფეხბურთი იყო თუ კრიკეტი ან რამე ჩვენთვის ეგზოტიკური სახეობა.
fsiuuu``
30 მარტი 2017 10:09
0
ვატიკანი გამოუშვით ვატიკანი!
rusi
30 მარტი 2017 10:07
0
ჟორა ბურკინა ფასო არ შეგხვდება იმიტო რო კარგი ნაკრები ყავს, აფრიკის თასის ფინალშიც კი თამაშობდა ცოტა ხნის წინ
შაკო
30 მარტი 2017 09:56
0
ასე ორიგინალურად და ამნაირი ქვეყნების ჩAმოყვანით უნდათ რო გეოგრაფია დაისწავლოთ კარგად,
giga
30 მარტი 2017 09:52
0
კარგით რა..........
goga
30 მარტი 2017 08:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული