საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს, სავარაუდოდ, "დინამო არენაზე" შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს, სავარაუდოდ, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

საქართველოში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, "აია არენაზე" შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება. ასე რომ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იმ დროისთვის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ექნება დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზეც მატჩის ჩატარების ადგილად
"დინამო არენაა" მოხსენიებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თბილისელი ვარ და კაია რო თბილისშია თამაში, მაგრამ ისე მართლა ჯობდა სადმე სხვა ქალაქში ყოფილიყო , ქუთაისში ან ზესტაფონში,, სულ ერთ ადგილას როა ყველაფერი ძალიან ცუდია , მთავარი პრობლემა მაინც ინფრასტრუქტურააა, ეხლა რო ყოფილიყო ბათუმში 20000 კაციანი სტადიონი, არც არავის გაუკვირდებოდა ნაკრების თამაშის ჩატარება...
Vasil
01 აპრილი 2017 00:57
0
ეროვნული ნაკრები უნდა თამაშობდეს დიდ,სოლიდურ სტადიონზე!...როვნული ნაკრებია და ქვეყნის პრესტიჟია!ეროვნული ნაკრების ყველა,ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია პრესტიჟისთვის,რეიტინგისთვის და ნურც მეტოქეს დააკნინებთ!
ზაზა
31 მარტი 2017 23:48
0
მართლა-სხვა ქალაქში რომ ეთამაშათ რა მოხდებოდა.თვითონ 5ათასიანი სტადიონი ქონიათ,ოღონდ ეგ არ ვიცი სენტ კინტსში თუ ნევისში.
კახა ქირია
31 მარტი 2017 14:02
0
ვეთანხმები ddd-ს. მე კი თბილისში ვცოხოვრობ მარა რეგიონებში ნაკლებად არ უხარით ფეხბურთი. ითამაშონ იქ ზოგადად შესარჩევის რომელიმე მატჩებიც რო ჩატარდეს არ იქნება ურიგო. ხალხს იქაც უყვარს ფეხბურთი
იკა
31 მარტი 2017 12:56
0
didi pativisicema da siuvaruli hems martvilelebs da iq tu heidzleba super tasis hatareba,mahin ratom ar heidzleba raime an qutaishi an zestafonhi.
S.P
01 აპრილი 2017 09:11
1
ფედერაციავ, ასე მაგარი სპარინგ-პარტნიორია ეგ სენტ კიტსი თუ ნევისი (ყოფილი გვადელუპა), თბილისში "დინამო არენაზე" რომ ღებულობთ?! თუკი თბილისთან ახლოს გინდათ, გორში მაინც არ შეგეძლოთ?!
qomagi
31 მარტი 2017 19:54
1
ყველა მსურველს ვერც "დინამო არენა" დაიტევს - ყველა ხალხმრავალ ადგილზე დიდი ეკრანები უნდა დაიდგას და მატჩის რეპორტაჟსაც თუ შესაბამის ფასს დავადებთ, საგარეო ვალების გასტუმრებაზეც შეიძლება ფიქრი...
მსქროლავი ტროლი
31 მარტი 2017 13:18
1
თბილისს გარეთ საქართველო არის არის ?????. ჩაატარეთ ქუთაისში ტორპედოზე ან ზესტაფონში. თუ მარტო თბილისისაა ნაკრები. ჩამოაყალიბეთ ბარემ ქალაქ სახელმწიფო
ddd
31 მარტი 2017 12:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული