საქართველოს ნაკრები სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს, სავარაუდოდ, "დინამო არენაზე" შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს, სავარაუდოდ, "დინამო არენაზე" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის გუნდს უმასპინძლებს.

საქართველოში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, "აია არენაზე" შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება. ასე რომ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იმ დროისთვის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ექნება დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზეც მატჩის ჩატარების ადგილად
"დინამო არენაა" მოხსენიებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეროვნული ნაკრები უნდა თამაშობდეს დიდ,სოლიდურ სტადიონზე!...როვნული ნაკრებია და ქვეყნის პრესტიჟია!ეროვნული ნაკრების ყველა,ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია პრესტიჟისთვის,რეიტინგისთვის და ნურც მეტოქეს დააკნინებთ!
ზაზა
23:48 31-03-2017
0
თბილისელი ვარ და კაია რო თბილისშია თამაში, მაგრამ ისე მართლა ჯობდა სადმე სხვა ქალაქში ყოფილიყო , ქუთაისში ან ზესტაფონში,, სულ ერთ ადგილას როა ყველაფერი ძალიან ცუდია , მთავარი პრობლემა მაინც ინფრასტრუქტურააა, ეხლა რო ყოფილიყო ბათუმში 20000 კაციანი სტადიონი, არც არავის გაუკვირდებოდა ნაკრების თამაშის ჩატარება...
Vasil
00:57 01-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული