საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
6 აპრილს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა.

"ჯვაროსნები" ახალ რეიტინგში ამჟამად 274 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი მატჩი გამართა.

მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სერბეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

მეორე შეხვედრაში, რომელიც ამხანაგური იყო, ლატვიის ნაკრები ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- 5:0 და მეტი - საქართველოს ნაკრებისგან დაჩაგრულები [VIDEO]

ცვლილებებია საუკეთესო ათეულში, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინას პირველობა ჩამოართვა. კოლუმბია მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო
ბელგია მეშვიდეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ურუგვაის ნაკრები და ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
გერმანია 1 იტალია 2 თუ ათეულში ვინმემ მოუგოს
0
ეს არის ძალიან არარეალური რეიტინგი კომედიაა თვეში ერთხელ უნდა გადახედო და იცინო
lova
20:15 06-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული