საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
6 აპრილს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა.

"ჯვაროსნები" ახალ რეიტინგში ამჟამად 274 ქულით 122-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი მატჩი გამართა.

მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სერბეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

მეორე შეხვედრაში, რომელიც ამხანაგური იყო, ლატვიის ნაკრები ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

- 5:0 და მეტი - საქართველოს ნაკრებისგან დაჩაგრულები [VIDEO]

ცვლილებებია საუკეთესო ათეულში, ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინას პირველობა ჩამოართვა. კოლუმბია მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო
ბელგია მეშვიდეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ურუგვაის ნაკრები და ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ პირველ რიგში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული გუნდის ყველა წევრს და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას, ამხანაგურის იმგვარად დაგეგმვისა, რომ ოფიციალური მატჩის წაგების მიუხედავად ნაკრებმა რეიტინგში 4 ადგილით წინ წაიწია. სვა დროსაც ვწერდი და გავიმეორებ უნდა ჩატარდეს დიდი სამუშაო ისეთი ამხანაგური მატჩების გრაფიკის შესადგენად, რომელიც ნაკრებს მიეხმარება 70-ეულში შესვლაში, რაც შემდგომ ჩვენ ფეხბურთელებს გზას გაუხსნის ელიტ ლიგებში სათამაშოთ და ამ საქმის მოგვარებაში ვფიქრობ ხელშეწყობა არის სისხლხორცეული საქმე ფედერაციის და შემდეგ რა თქმა უნდა ნაკრების სერიოზული მიდგომა ყველა თამაშისადმი.
gizog
16:32 06-04-2017
0
სასაცილო რეიტინგია.. პირველ ხუთეულში 4 სამხრეთამერიკული გუნდია და მხოლოდ ერთი ევროპული არადა რეალური ძალთათანაფარდობა პირიქით არის
giorgi
19:02 06-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული