საქართველოს ნაკრების ადგილი ფიფას რეიტინგში უცვლელია

AutoSharing Option
პირველ ივნისს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში არ შეცვლილა და ის კვლავ 271 ქულით 122-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ მაისში "ჯვაროსნებს" მატჩები არ ჩაუტარებიათ, ხოლო ივნისში ვლადიმის ვაისის შეგირდებს ორი შეხვედრა ელით. 7 ივნისს საქართველოს ნაკრები სენტ კიტსი და ნევისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო 11 ივნისს ჩვენი ნაკრები სტუმრად მოლდოვასთან მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

საუკეთესო ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა, მე-10 ადგილს ესპანეთთან ერთად პოლონეთი იყოფს. რაც შეეხება პირველ სამეულს, ის კვლავ
უცვლელია - ბრაზილია პირველ ადგილს იკავებს, შემდეგ მოდის არგენტინა და სამეულს გერმანია კრავს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული