საქართველოს ნაკრებმა შეკრება არასრული შემადგენლობით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

2 ივნისს, ეროვნული ნაკრები სასტუმრო "ჰუალინგში" არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ."ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ეროვნულმა გუნდმა 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირეირენსე, პორტუგალია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი),
გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები ჩაატარეს, ნაკრებს 3 ივნისიდან შეურთდებიან, ხოლო ლეგიონერები, რომლებსაც შაბათ-კვირას საკლუბო მატჩები აქვთ დაგეგმილი, საქართველოში 5 ივნისს ჩამოვლენ.

საქართველოსა და სენტ კიტსის ამხანაგური მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა მოლდოვასა და საქართველოს ნაკრებებს შორის კიშინიოვში შედგება.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამარჯობათ. აბა მარჯვენა კრაიზე ვის ათამაშებდით ბიჭებო? დაცვაში, ოღონდ ნავალოვსკის გარდა. თუნდაც ცენტრალური მცველი ან საყრდენი, ამხანაგურისთვის, რომ მოგვესინჯა, და მარცხენაც იგივე, კრაები რა, პრობლემური
vaso
11:47 03-06-2017
0
ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები ძირს დაყარეთ - იქნებ ვინმემ მტვერთან ერთად გახვეტოს
1,2,3,5,8...
12:12 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული