საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით აგრძელებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 3 ივნისს, ეროვნული ლიგის ორი მეკარე როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი შეუერთდნენ.

ფეხბურთელებს,რომლებსაც საკლუბო მატჩების ჩატარება დღეს და ხვალ უწევთ, თბილისში ორშაბათს ელოდებიან.

საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე წარიმართა.

3 ივნისს, ნაკრების ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე დაესწრო და მოთამაშეები მოახლოებული მატჩების წინ გაამხნევა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ ვარჯიშზე:

მეკარე: გიორგი მაკარიძე (მორეირეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი), ომარ
მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის, ორშაბათს, 5 ივნისს, 13:00 საათზე სასტუმრო ჰუალინგში გაიმართება.

გთავაზობთ უახლოეს ორ მატჩში საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სრულ შემადგენლობას.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი)
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი),ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებებს შორის, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, კიშინიოვში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული