საქართველო VS სენტ კიტსი და ნევისი - მოდი, ვნახოთ ეგზოტიკა!

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 11 ივნისს კი, კიშინიოვში, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, მოლდოვას უნდა ვესტუმროთ და ჯგუფში პირველი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრის რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებში ტრადიციულად საკადრო პრობლემებია. შეგახსენებთ, რომ ადრე დაშავებულ ფეხბურთელებს ამ დღეებში გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე შეუერთდნენ. მცირე ტრავმა აწუხებდა უჩა ლობჟანიძეს,
ოთარ კიტეიშვილმა
კი ამავე მიზეზით შეკრება სულაც დატოვა.

ბოლო მომენტში შეუერთდა ეროვნულ გუნდს ჯაბა ჯიღაური.

- ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, შეგნებულად არ ჩამოვთვლით ამ გუნდის შემადგენლობას. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ინგლისის ქვედა ლიგებიდან და ამერიკის უსახელო კლუბებიდანაა - სულ ეს არის ჩვენი მომავალი მეტოქის ლეგიონი. გამონაკლისი ორია: ამერიკული "დალასის" მცველი, ნაკრების კაპიტანი ატიბა ჰარისი და ინგლისური "ბრენტფორდის" შუახაზელი, რომეინ სოიერსი.

- რეიტინგში 73-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე
- TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?

საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 (დუბლი შეასრულა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა) წააგო.

ამ მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ პასიმ თქვა:

"მე იმ ქვეყნის ნაკრებს ვხელმძღვანელობ, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 42 ათასია. ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ გინდა, რომ გაიზარდო, ძლიერ მეტოქეებს უნდა ეთამაშო. სომხეთის ნაკრებთან ჩვენ უპატიებელი შეცდომები დავუშვით და იმედია, საქართველოსთან შეხვედრაში ამ შეცდომებს არ გავიმეორებთ...

მე ფეხბურთში არავისი მეშინია. ეს ჩვენთვის არა მხოლოდ ამხანაგური მატჩები, არამედ, გაზრდის საუკეთესო საშუალებაცაა. საქართველოსთან მატჩში ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად შევცვლით ბევრ რამეს.

არც ისე ცუდი ნაკრები გვყავს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს", - პასის ეს კომენტარი სომხური "არმფუტბოლმა" გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია);

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში, ყაზახეთი);

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია);

თავდამსხმელები:
ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი, რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
რეიტინში ავიწევთ? ჩვენზე ძლიერს ხომ მოვუგეთ? 122 - 89
სარკაზმა
08 ივნისი 2017 14:18
0
სტუმრებს რომ არ მივულოცოთ პირველი კარში დარტყმა, ეგებ საკუთარი დარტყმები დაგვეთვალა მატჩის შემდგომ... ავი წინათგრძნობა ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ, ჩვენს ხარჯზე ბევრმა ქვეყანამ დაწერა საკუთარი საფეხბურთო ისტორია და ვეჭვობ, ეს ამბავი სენტკიტსისადანევისელების ყურამდეც მიაღწევდა....
მსქროლავი ტროლი
07 ივნისი 2017 17:23
0
მივულოცოთ სტუმრებს რაღაც რეკორდი - პირველი კარებში დარტყმა, პირველი კუთხური და ა.შ. არ გამოვრიცხოთ პირველი გოლიც...
goga kakabaze
07 ივნისი 2017 17:03
0
ჩემი საქართველოს - ს:
ძვირფასო,ფეხბურთისა რომ არაფერი გაგეგება,უკვე ნათელია,არაა ეს დიდი პრობლემა;შენ თუ შენი საქართველო გიყვარს და კრიტიკის უფლებასაც არ აძლევ ნამდვილ გულშემატკივარს და ლანძღავ,გავიწყდება რომ ისინიც შენი საქართველოს შვილები არიან?!
კი ბატონო! მიუხედავად იმისა რომ თამაში მესხზეა,მე მაინც დინამოზე მოვალ,შენი ხათრით!
gulshematkivari
07 ივნისი 2017 16:52
0
chemi saqartvelo-ს სტალინი ამათ ქვეყნის იმიჯის შეურაწეყოფისთვის დახვრიტავდა რას ქვია ნუ ლანძღავთ აბა სხვარისი ღირსები არიან? შენ ალბათ თასების თასის ფინალის მერე არ გიყურებია ჰო და კიდე მორალს რო გვიკითხავ დინამოს როგორ გაავსებ მესხზეა თამაში :)
ნოდო
07 ივნისი 2017 16:23
1
მორალისტები და პროფესორები დიდის ამბით რო გვიკითხავთ ფსევდომორალის ლექციებს.

თქვენ თუ ჭუჭყი და ნაგავი მოგწონთ, სხვებს ნუ გვაძალებთ მაგ ჭუჭყით და ნაგვით "სიამოვნებას", თქვენი იყოს ბოლომდე.
giga
07 ივნისი 2017 15:23
0
სასიხარულო არის ბაჩანა არაბულის ნაკრებში გამოძახება. მას აქვს დიდი თავდამსხმელის პოტენციალი. იქნება ნაკრების მწვრთნელს მოაწონოს თავი და დაიმკვიდროს ადგილი ეროვნულ ნაკრებში. გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს სენტ კიტსთან და მოლდავეთთან მატჩებში!
ლუკა
07 ივნისი 2017 15:05
0
ქარტული ფეგბურთის ისტორიას მაინც ნუგაარ შელახავთ არ ქრცხვენიათ!? მომავალ თაობას ნუგარ დაუკარგავთ ფეგბურთის ტამაშის ინტერეს არ გახვიდეტ საერტოდ მოედანზე თქვე ფარHაგებო!!
tengo
07 ივნისი 2017 14:59
1
იმიტომ დაიგეგმა რომ,სულ ფრე და წაგება ხომ არ შეიძლება,ვიღაცას ხომ უნდა მოუგო.ევროპაში ეტყობა ვერ მოიძებნა ეგეთი გუნდი და აგერ ბატონო,ძებნაც არ უნდა.დარწმუნებული ვარ,სომხეთი რომ არ ყოფილიყო,მაგ ქვეყნის არსებობაც არ ეცოდინებოდათ ფედერაციაში
კახა ქირია
07 ივნისი 2017 14:56
0
ვერავის ვერ ვუგებთ, ტყვილა "ვპაზორდებით". ამიტომ გთავაზობთ, თავი დავანებოთ საერთაშორისო თამაშების ჩატარებას, გავაუქმოთ ფეხბურთის ფედერაცია,გავაუქმოთ ეროვნული ჩემპიონატი და როგორც კინოფილმ "პირველ მერცხალშია": ცოლიანები ეთამაშნონ უცოლოებს, ზედა უბნელები - ქვედაუბნელებს, გაღმელები - გამოღმელებს, ანუ ყველაფერი დავიწყოთ ნოლიდან და იმედია 2081 წელს ჩვენი გუნდი რაღაც წარმატებას მიაღწევს :)))
გულშემატკივარი
07 ივნისი 2017 14:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული