საქართველო VS სენტ კიტსი და ნევისი - მოდი, ვნახოთ ეგზოტიკა!

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სენტ კიტსისა და ნევისის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 11 ივნისს კი, კიშინიოვში, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, მოლდოვას უნდა ვესტუმროთ და ჯგუფში პირველი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრის რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებში ტრადიციულად საკადრო პრობლემებია. შეგახსენებთ, რომ ადრე დაშავებულ ფეხბურთელებს ამ დღეებში გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე შეუერთდნენ. მცირე ტრავმა აწუხებდა უჩა ლობჟანიძეს,
ოთარ კიტეიშვილმა
კი ამავე მიზეზით შეკრება სულაც დატოვა.

ბოლო მომენტში შეუერთდა ეროვნულ გუნდს ჯაბა ჯიღაური.

- ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, შეგნებულად არ ჩამოვთვლით ამ გუნდის შემადგენლობას. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ინგლისის ქვედა ლიგებიდან და ამერიკის უსახელო კლუბებიდანაა - სულ ეს არის ჩვენი მომავალი მეტოქის ლეგიონი. გამონაკლისი ორია: ამერიკული "დალასის" მცველი, ნაკრების კაპიტანი ატიბა ჰარისი და ინგლისური "ბრენტფორდის" შუახაზელი, რომეინ სოიერსი.

- რეიტინგში 73-ეზე, თამაშობენ ინგლისში - რა ვიცით სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებზე
- TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?

საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გასვლაზე ერევანში სომხეთთან ისპარინგა და 0:5 (დუბლი შეასრულა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ჰენრიხ მხითარიანმა) წააგო.

ამ მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ პასიმ თქვა:

"მე იმ ქვეყნის ნაკრებს ვხელმძღვანელობ, რომლის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 42 ათასია. ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ გინდა, რომ გაიზარდო, ძლიერ მეტოქეებს უნდა ეთამაშო. სომხეთის ნაკრებთან ჩვენ უპატიებელი შეცდომები დავუშვით და იმედია, საქართველოსთან შეხვედრაში ამ შეცდომებს არ გავიმეორებთ...

მე ფეხბურთში არავისი მეშინია. ეს ჩვენთვის არა მხოლოდ ამხანაგური მატჩები, არამედ, გაზრდის საუკეთესო საშუალებაცაა. საქართველოსთან მატჩში ჩვენ უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად შევცვლით ბევრ რამეს.

არც ისე ცუდი ნაკრები გვყავს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს", - პასის ეს კომენტარი სომხური "არმფუტბოლმა" გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია);

მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში, ყაზახეთი);

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია);

თავდამსხმელები:
ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო თბ), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი, რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგია რომ არაბული ნაკრებში არის.თამაშს მოვიგებთ.
ქუთაისელი
11:58 07-06-2017
0
ვერაფრით მივხვდი რატო ასეთი უსუსტესი ნაკრები? მეტიც პრაქტიკულად ნახევრადპროფესიონალურ სამოყვარულო ნაკრებია რას გვმატებს ეს ამხანაგური? თბილისის თასზე (სამოყვარულო ლიგა) ბევრად უფრო ძლიერ და დალაგებულ გუნდს აარჩევს კაცი ვიდრე ესენი არიან. რატო? რატო? რატო? სომხეთის ნაკრები 5-0 რო მოგიგებს და 25 - 0 უნდა მოეგო აი იქ პროფესიონალობაზე და ნაკრებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
გივია
12:49 07-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული