ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს საბა ლობჟანიძე შეუერთდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ჯანო ანანიძე და ლაშა დვალი გამოაკლდნენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შეუერთდა.

სავარჯიშო პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები კიშინიოვში ჩარტერული რეისით 10 ივნისს გაემგზავრება. 19:00 საათზე ეროვნული გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ
მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი) ;
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა).

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა ვისი გადაწყვეტილებითაა დანარჩენი ფეხბურთელები??ისე ცოტა მეტი პროფესიონალიზმი არ გაწყენდათ!!!რა მაგრა გკიდიათ?!!
vaaa
18:32 10-06-2017
0
ლობჟანიძე მეტი არავინაა ფეხბურთს რომ თამაშობდეს? ამ გუნდით აპირებს მოგებას? არაბიძე თუ გაიტანს საჯარიმოებს, თორე არ ვიცი. კუში რა აქ ნეტა?
vaso
13:57 10-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული