საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ჯანო ანანიძე და ლაშა დვალი გამოაკლდნენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე შეუერთდა.
სავარჯიშო პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კიშინიოვში ჩარტერული რეისით 10 ივნისს გაემგზავრება. 19:00 საათზე ეროვნული გუნდი შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი) ;
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
gff.ge