ხომ ხვდებით, რაც დაგვაინტერესებდა? მივიდა თუ არა ქეცბაია მისალოცად გოგიტა გოგუასთან, რომელთანაც 2011 წლის 27 მარტს, ხორვატიასთან მოგების მეორე დღეს, ისეთი კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გოგუა ნაკრებს ჩამოაშორა და აღარ მიუწვევია.
"დიახ, თემური გასახდელში შემოვიდა და გამარჯვება მწვრთნელებსა და ყველა მოთამაშეს ცალ-ცალკე მოგვილოცა.
ის იყო კარგი, რომ გოგუასთანაც მივიდა და
ეს ამბავი ყველას ისე გაგვიხარდა, თითქოს დანიაში მეორე თამაშიც მოვიგეთ", - გვითხრა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.
ცხადია, ჯერ მაინც ნაადრევია იმის მტკიცება, რომ ქეცბაია და გოგუა შერიგდნენ და "დილას" ნახევარმცველს ნაკრებში დააბრუნებენ, მაგრამ ეროვნული გუნდის თავკაცის ეს ნაბიჯი უდავოდ მოსაწონია.
ახლა მეორე საკითხი: ქეცბაია დანიაში ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდებოდა. გორელთა შორის კი მრავალი ასეთი მოთამაშეა - დავით კვირკველია, კახა ალადაშვილი, სანდრო გურული, მათე ვაწაძე. არ უთამაშია, მაგრამ ნაკრების წევრია შოთა გრიგალაშვილიც. შესაძლოა, ლაშა სალუქვაძისა და გიორგი შაშიაშვილის კონდიციებიც აინტერესებდა.
ჩვენი ინფორმაციით, ქეცბაიას გიგა ბეჭვაიაც აინტერესებს და შესაძლოა, უახლოეს შეკრებაზე გამოიძახოს. თუმცა გორელთა მთავარი მწვრთნელისთვის ქეცბაიას არ უთქვამს, რომელ მოთამაშეს აკვირდებოდა.
ქეცბაიამ დანიაში გოგუას გამარჯვება მიულოცა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!
გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?