თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილს ისევ ენდობა

AutoSharing Option
7 სექტემბერს ბელარუსთან და 11 სექტემბერს ესპანეთთან - ცოტაც და სანაკრებო ბატალიები დაიწყება.

ეროვნულ გუნდში გამოძახებულთა სიას, წესითა და რიგით, თამაშამდე ორი კვირით ადრე ამზეურებენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ასე არ მომხდარა - როგორც შევიტყვეთ, ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია სიას 31 აგვისტოს დაუსვამს წერტილს "დილა"-"მარიტიმუს" შეხვედრის გათვალისწინებით.

"დილა"-"მარიტიმუმდე" ქეცბაიამ ის ლეგიონერები შეიგულა, ბელორუსსა და ესპანეთთან დაპირისპირებისთვის რომ უნდა ჩამოვიდნენ თბილისში.

მათ შორის არის თურქული "ქაისერისფორის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილიც, ვინც ნაკრებიდან კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტანი
გახლდათ.

15 აგვისტოს ჩვენმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ლუქსემბურგს 2:1 მოუგო. მაშინდელ სანაკრებო შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ ჩავიდა ხიზანიშვილი.

შევიტყვეთ, რომ ქეცბაია ტრავმიანი ხიზანიშვილის ლუქსემბურგში ჩასვლას მაინც ითხოვდა და ამის გამო მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაძაბული ფონი შეიქმნა.

ნაკრების ლუქსემბურგთან მატჩიდან ოთხ დღეში ხიზანიშვილმა თურქეთის ჩემპიონატის მატჩში ითამაშა "ბურსასფორთან", რაც, რა თქმა უნდა, დაძაბულობას ვერ განმუხტავდა.

თუმცა, როგორც ჩანს, საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მისულა - ხიზანიშვილი ისევ სანაკრებო სიაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებში გია გრიგალავა და ბუბა დაუშვილიც გამოიძახეს
თემურ ქეცბაია: ყველა ფეხბურთელისგან უფრო მეტს ვითხოვ
შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული