ჯაბა დვალი: ბედნიერი ვარ, ნაკრებში რომ გამომიძახეს, მაგრამ ტრავმა მაქვს

AutoSharing Option
3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ტრავმირებული დავით დევდარიანის ნაცვლად გუნდში ჯაბა დვალი გამოიძახა.

თუმცა, როგორც გაირკვა, "ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადასულ ფეხბურთელს ტრავმა აქვს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ექიმებმა ფორვარდს 3-4 დღე ვარჯიში აუკრძალეს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ჯაბა ვარჯიშს განაახლებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელორუსს უმასპინძლებს და ამ მატჩში დვალის თამაში ნაკლებსავარაუდოა.

ჯაბა დვალი ნაკრებში გამოძახების ფაქტს გამოეხმაურა და საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა:

"ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში გამომიძახ
ეს. ეროვნულ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო.

ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, როგორც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.

თუმცა, ამავე დროს, ძალიან ვწუხვარ, რადგან ტრავმირებული ვარ. ვიმედოვნებ, რომ 3-4 დღეში ვარჯიშს განვაახლებ და ნაკრებს შევუერთდები".

შესაძლოა ჯაბა გუნდს ესპანეთთან მატჩში მაინც დაეხმაროს, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება, თუმცა გადაწყვეტს თუ არა ამჯერად ქეცბაია მის დამატებას გუნდში, უცნობია.

არადა, ფორვარდი მართლაც რომ საუცხოო ფორმაშია - საქართველოს პრემიერლიგის ბოლო ტურში ჰეთ თრიკით გამოირჩა და მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში 4 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირობას არავის უთმობს.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: ამიერიდან ნაკრებს ჯაბა კანკავა უკაპიტნებს
დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება
მკითხველის კომენტარები / 3 /
გული მიგრძნობს, ჯაბა დვალი ესპანელებს გაუტანს!
Tornike
19:56 03-09-2012
0
ჯაბას ვულოცავ და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები სადაც არ უნდა იყოს,მაგრამ კლუბის გამოცვლის შემდეგ რომ შენიშნეს მაგის კარგი თამაში,ეს არ მომწონს ნამეტანი.
0

სიახლეები პოპულარული