თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს [VIDEO]

AutoSharing Option
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩი გამართა (იხილეთ ვიდეო).

თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

- საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. მეტოქემ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იმოქმედა და სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.

დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და დასახული მიზნის მიღწევა მაინც შევძელით.

საქართველოს
ნაკრებიდან 9, 10 და 11 ნომრებს გამოვარჩევდი (თარგამაძეს, ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს, ავტ.). 10 ნომერი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

- ელოდით საქართველოს ნაკრებისგან ამგვარ წინააღმდეგობას?
- ჩვენ მზად ვიყავით მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის, მათ შორის, მსგავსი სურათისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ არბელოას შეცვლითა და მოედანზე ფაბრეგასის გაყვანით ვა-ბანკზე წახვედით?
- ჩვენ გოლი გვჭირდებოდა და ამ შეცვლამ გაამართლა - ფაბრეგასმაც და ასევე ცვლილებაზე შესულმა პედრომაც საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა.

- მეორე ტაიმში აშკარა გახდა, რომ ნერვიულობდით. ფრე თქვენთვის კატასტროფა იქნებოდა?
- ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს დიდი ბრძოლის შედეგად შევძელით.

* * *
თემურ ქეცბაია:
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ მოედანზე გამოავლინეს.

მართალია, ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ.

როცა ასეთი ბიჭები გყავს, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

ყველას მოგეხსენებათ, რა დონის არის ესპანეთის ნაკრები. ყველა მეტოქე მათ წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთით თამაშობს და არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი თამაში სამარცხვინო ყოფილიყო.

რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.

მჭედლიძის შეცვლა სირბილაძით განპირობებული იყო იმით, რომ ბოლოს ჩვენც გვქონდა იმედი, რომ შანსი გაგვიჩნდებოდა და გოლს გავიტანდით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეცვლას მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
ბიჭებო, სხვა ტაქტიკით რომ ეთამაშა ქეცბაიას (ანუ ოდნავ მაინც რომ ამოსულიყვნენ და მეტი სივრცე მიეცათ ესპანელებისთვის), გადაგვირბენდნენ. გუშინ დამტკიცდა საბოლოოდ, რომ ქეცბაია ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, და მას აქვს უნარი მაქსიმუმი გამოწუროს ფეხბურთელებისგან. აი 3-4 ნიჭიერი და ტექნიკური გამთამაშებელი და თავდამსხმელი რომ შეგვემატება კიდევ (ჭანტურია, ყენია, ყაზაიშვილი), მერე ნახეთ როგორ გააძლიერებს ქეცბა შეტევებს :) ის ხომ სულით და ხორცით შემტევი ფეხბურთის მომხრეა! უბრალოდ ამ წუთში ფეხბურთელებს ათამაშებს იმ ფესბურთს, რომელიც მათ მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე კარგად შეუძლიათ - შედეგის თვალსაზრისით
Tornike
12 სექტემბერი 2012 16:09
0
Jigaro ქეცბაიას დამსახურებაა დაცვა ესე გამართულად,რომ თამაშობს, შენ ადრე ,ოდესმე საქართველოს ნაკრებისგან დაცვაში ესეთი ეფექტური თამაში გახსოვს????????? დაცვას ესე თამაში ,რომ შესძლებოდა არველაძეს თაობა ,დიდ წარმატებებს მიაღწევდა, ესეთ გუნდს,მხოლოდ ესე თუ მოუგებ,მაურინიომ ბარსელონა სწორედ ამ ტაქტიკით დაამარცხა
kartveli
12 სექტემბერი 2012 15:19
0
ლორია, რომ არ დაზიანებულიყო იქნებ ის გოლიც არ გასულიყო და მართლაც არ შეიძლება დაკარგვა იმის, რაც ბიჭებმა გააკეთეს. თუმცა, როგორც თამაში ჩვენი მხრიდან ძალიან დაბალი დონის თამაში იყო. 24 წლის ვარ და სულ ის მესმის, რომ ხვალ უკეთ ვითამაშებთ თუმცა არ დადგა ის ხვაალ. პეტრე მიდის პავლე მოდის თუმცა პროგრესი არ იგრძნობა. არავისზე ნაკლები გულშემატკივარი არ ვარ, უბრალოდ მინდა რომ პროგრესი და შედეგი იგრძნობოდეს. მადლობა ბიჭებს
დონი
12 სექტემბერი 2012 15:05
0
დაცვაში თამაში ვისწავლეთ, ჰო და იმ ანეკდოტისა არ იყოს ბასეინში ხტომა ნასწავლი გვაქვს და წყალს რომ ჩაგვისხავენ ცურვასაც ვისწავლით(თუ ცოცხლები გადავრჩით რათქმაუნდა). ბიჭების ასეთი თავდადება არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,მაგრამ ამაში ქეცბაიას დამსახურება მინიმალურია. ნამეტნავად დაცვაში ჩამჯდარი ათამაშა გუნდი. ნებისმიერმა გუნდმა მისცეს ესპანეთს ორი ტაიმის განმავლობაში თავის ნახევარზე შეტევაში ვარჯიშის საშუალება და ერთს კი არა ბევრად მეტ გოლს გაიტანენ, მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა გუნდმა დაცვაში. მოედნის ცენტრში უფრო ახლო რომ ეთამაშათ ჩვენს ფეხბურთელებს მოწინააღმდეგესთან ბევრად გაურთულებდნენ ბურთის გათამაშებას და მართალია რისკიც მეტი იქნებოდა, მაგრამ ასე იოლად ვერ გვეთამაშებოდნენ "დერჟანიას". თარგამაძე რატომ შეიცვალა ისიც ვერ გავიგე. მის არყოფნაში ჭანტურია რომ ყოლოდა წაყვანილი და შემოეყვანა დაუშვილის ნაცვლად მგონი ნამდვილად აჯობებდა. ამდენი ჩამშლელი და კიდევ ერთი დაამატა, რაღა უნდოდა, ბარემ დამათებით დაეყენებინა კარში ვინმე. ლორიას ტრავმაც უდროო იყო, მაგრამ მის შემცვლელად მიგინეიშვილი სავარაუდოდ უფრო კარგი იქნებოდა, არ იყო გასაშვები ბურთი და დაცვის ერთი ჩაძინება ძვირად დაგვიჯდა.ასეთ ტექნიკურ ფეხბურთელებთან ახლო თამაში ძალიან სარისკოა, მაგრამ სხვა საშუალება მათ წინააღმდეგ არაა, ან მათსავით უნდა შეგეძლოს ბრთთან ურთიერთობა, ან ორი სამი ინდივიდუალურად ძლიერი შემტევი უნდა გყავდეს, რომ ეპიზდებში სასწაულები მოახდინონ, რაც თარგამაძემ და ოქრიაშვილმა რამოდენიმეჯერ დაგვანახეს, ასეთები არიან ჭანტურია და ყაზაიშვილიც, მალე ყენიაც მომჯობინდება და გუნდიც ბლომდე შწიკვრება, თუკი მათ გამოიძახებს და ათამაშებს...და ბოლოს მაიც იმ აზრზე ვარ, რომ ქეცბაია მწვრთნელი არაა და ამ ბიჭებს სხვა დამრიგებელი სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდის აშენებაა შესაძლებელი მაგრამ არა ქეცბაიას ხელში. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
Jigaro
12 სექტემბერი 2012 14:23
0
ზაზა სიგუ: შენ თქვი,ვისი დაყენებულის გჯერავს და მერე ვიბაზროთ მაგაზე ! ხთფუი..!!! ქეცბა მაგარი ხარ ჯიმა !!!
Qartveli
12 სექტემბერი 2012 12:07
0
ლორიას ტრამვა რამდენად სერიოზულია ხო არ ვიცით?
rezo
12 სექტემბერი 2012 10:44
0
ამ კაცის დაყენებული ნაკრების არ მჯერავს.ისე ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის და წარმატებებს უსურვებ.
zaza sigu
12 სექტემბერი 2012 10:42
0
გენაცვალეთ ბიჭებო, მადლობა ყველას ვინც სტადიონზე იყავით და ვინც სტადიონის გარეთ ჩვენებს მთელი გულით და სულით ქომაგობდა, თქვენ შემოგევლეთ გმირები ხართ ყველა......
patrioti1987
12 სექტემბერი 2012 10:17
0
მე ამ თამაშს ესპანეთიდან ვუყურე,არავინ მოელოდა ასეთ წინააღმდეგობას და ესპანელებს კარგად ჟიმჟიმი ჰქონდათ ბოლომდე,ფურია როხასთან შეტევითი თამაში თუ გვინდა მათნაირად უნდა ვითამაშოთ,ეს კი უცებ არ მიიღწევა, ყოჩაღ ჩვენებს.
მოქალაქე22
12 სექტემბერი 2012 04:14
0
ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელი გვაკლდა დგეს და სულ დაგვაკლდება... და დაცვა კი ბლომად გვყავდა მაგრამ ერთი კარგი ცენტრალური მოზრავი სწრაფი მცველი გვაკლია გუნდში ... გოლს რაც შეეხება დაცვა ვერ გადაწყო შეტევის მხარეს ესპანელებმა ფლანგიდან რომ შეგვიტიეს დაცვა იქეთ არ გადავიდა ყველა დარჩა ერთ ადგილზე და ერთმანეთის იმედად მიატოვეს მეტოქე დასანანი მარცხი იყო ...
max
12 სექტემბერი 2012 02:18
0

სიახლეები პოპულარული