თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს [VIDEO]

AutoSharing Option
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩი გამართა (იხილეთ ვიდეო).

თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

- საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. მეტოქემ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იმოქმედა და სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.

დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და დასახული მიზნის მიღწევა მაინც შევძელით.

საქართველოს
ნაკრებიდან 9, 10 და 11 ნომრებს გამოვარჩევდი (თარგამაძეს, ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს, ავტ.). 10 ნომერი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

- ელოდით საქართველოს ნაკრებისგან ამგვარ წინააღმდეგობას?
- ჩვენ მზად ვიყავით მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის, მათ შორის, მსგავსი სურათისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ არბელოას შეცვლითა და მოედანზე ფაბრეგასის გაყვანით ვა-ბანკზე წახვედით?
- ჩვენ გოლი გვჭირდებოდა და ამ შეცვლამ გაამართლა - ფაბრეგასმაც და ასევე ცვლილებაზე შესულმა პედრომაც საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა.

- მეორე ტაიმში აშკარა გახდა, რომ ნერვიულობდით. ფრე თქვენთვის კატასტროფა იქნებოდა?
- ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს დიდი ბრძოლის შედეგად შევძელით.

* * *
თემურ ქეცბაია:
- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ მოედანზე გამოავლინეს.

მართალია, ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ.

როცა ასეთი ბიჭები გყავს, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

ყველას მოგეხსენებათ, რა დონის არის ესპანეთის ნაკრები. ყველა მეტოქე მათ წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთით თამაშობს და არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი თამაში სამარცხვინო ყოფილიყო.

რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.

მჭედლიძის შეცვლა სირბილაძით განპირობებული იყო იმით, რომ ბოლოს ჩვენც გვქონდა იმედი, რომ შანსი გაგვიჩნდებოდა და გოლს გავიტანდით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეცვლას მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
ქეცბაიაზე შეყვარებულ ტიპებს დააკვირდით! --რა ნიჭი უნდა ბიჭო თერთმეტი კაცის დაცვაში დაყენებას!
ku2
14 სექტემბერი 2012 23:25
0
Qartveli ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! მე შეურაცყოფა არავისთვის მომიყენებია ჩემი აზრი რომ გამოვთქვი ზნედაცემულო.
zaza sigu
14 სექტემბერი 2012 10:34
0
ზაზა ?! ვაი შენს პატრონს მოგმართეთ ვინმეს?!!! რატო უზრდელობ-თ?!!!

ან აზრზე ხარ?? ვის მიმართავ ასე,იქნებ ვეტერან რეგბისტს,ან სამხედრო ოფიცერს,ან სულაც დამსახურებულ მწვრთნელს და პედაგოგს....მით უმეტეს შენი თაობის თუ არ არის?!!!

ბოდიში უნდა მოიხადო... ელემენტარული ღირსება თუ გაქვს და ვაჟკაცობა...

...ჯერ პიროვნება უნდა იყო,ღირსეული ცხოვრებაში და მერ შენი პროფესიონალიზმით ავტორიტეტული შენს საქმეში და სპორტის გულშემატკივარი ...

რა შუაშია ურა პატრიოტიზმი?!!! (აზრზე არა ხარ...)
იტალიას ხვდებით,იტალიაა და როგორ მოვიგებთო ,ირლანდია..მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავსო,საბერძნეთს გამოცდილები არიანო,ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონიაო,საფრანგეთზე იტყვით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიანო და ა.შ და ა.შ... ... ...

ასეთი დამრთხალი ფსიქიკით საკუთარ პატივსაცემ სათამაშო სტილს და მერე ავტორიტეტს ვერასდროს მოიპოვებ!!!...მხოლოდ რაღაც მოჩვენებითი ,,წარმატებებს და მეტს ვერაფერს და მუდამ ასე საშუალოზე დაბალი,ან მაქსიმუმ, საშუალო ევროპული ნაკრები გვეყოლება და საშუალო დონის ევროპულ ფეხბურთს ვითამაშებთ... ასე რაიმე წარმატებებს ვერასოდეს მივაღწევთ!!!

და ეს ნაკრები,თავისი ძალიან ნიჭიერი ბიჭებით, უნდა გადააწყო შემტევ,აგრესიულ,მუდამ ბურთის ართმევაზე დაგეშილ თამაშზე,თორე...ჯერ იმდენათ ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ არამყარი ფსიქიკით,რომ თუ ასეთი ფეხბურთი ათამაშეთ,ფსიქიკურად ძალიან დაუძლურდებიან და მერ მალევე დაიცლებიან ,და ნიჭიც ჩაქრება!!!

დარწმუნებული ვარ , ქეცბაია ამას გაითვალისწინებს და მომავალ თამაშებში ბიჭებს აგრესიულ ფეხბურთს,მუდამ მოძრაობას,ბურთის ართმევებზე მთელ მოედანზე და სწრაფი შეტევების განხორციელებას მკაცრად მოთხოვს!!!
პატივისცემით ყველა ს მიმართ!!!
პატივისცემით
glaxuna
13 სექტემბერი 2012 11:57
0
ესპანეთთან იტალიამ 0:4 წააგო, მაგათ გერმანიაც ვერ უგებს. რას ელოდით? ქეცბაიას და ბიჭებს დიდი მადლობა. ყოჩაღ!!!!
naka-de
13 სექტემბერი 2012 10:13
0
თემური "დაბოლება" ახსენე ესპანეთან თამაშის წინ და იმის თქმა რომ საქართველოს ნაკრებს იღბალუ არ შემოუტრიალდაო 100% "დაბოლებაა".
როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გაქვს ასეთო თამაშები უნდა გამოიYენო რომ ფეხბურთელებმა ისწავლონ რაც არ იციან. რა ისწავლეს გუშინ ჩვენებმა - 11 კაცით კარში დგომა. ეგეც არ მგონია რადგან "ბებერი" ესპანელები უფრო ენერგიულად დარბოდა/მოძრაობდა ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა. (ფისკულტურას უნდა ხელის შეწყობა).
OT
13 სექტემბერი 2012 02:38
0
ჰეი ჭკუის მასწავლებლებო, ერთი თქვენი თავი მანახა სტადიონზე რისი მაქნისები ხართ, თქვენ რომელი "სტილით" თამაშობთ ნეტავ კომპიუტერთან კლავიშებზე? ))))))))

GURIA
13 სექტემბერი 2012 01:15
0
წარმატებებს გისურვებთ. ღმერთი გწყალობდეთ
nana
12 სექტემბერი 2012 21:20
0
ყოჩაღ ქეცბაიას... ყოჩაღ ბიჭებს...













samtredia
12 სექტემბერი 2012 18:57
0
ვაუ რა მაგარი გიჟები ხართ ეს ურა პატრიოტი ხალხი აზრზე ხართ ვაფშემ ვის ეთამაშებოდით ვაი თქვენს პატრონს ****!
zaza
12 სექტემბერი 2012 17:18
0
თითქოს ასეთი თამაში გამართლებული იყო?!!!...მაგრამ ასე არ ვფიქრობ...არ იყო თამაში,არ ჩანდა ს ტ ი ლ ი ... (ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში დაცვით,ანუ დამფრთალი ,,სტილით,, თამაში...) ვფიქრობ შემტევი და აგრესიული ფეხბურთი რომ ეთამაშათ,გაცილებით ლამაზი ფეხბურთი გამოვიდოდა და ავტორიტეტსაც მაგრად ავიწევდით მთელი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში) ,ვიდრე ეხლა თუნდაც 0-1-ზე... აგრესიული ფეხბურთით მაქსიმუმ 2-1 დავმარცხდებოდით,მაგრამ ვიმეორებ ,ავტორიტეტს და პოტენციურ დიდი ნიჭს ანახებდნენ ჩვენი ბიჭები და ფსიქოლოგიურადაც ძლიერ გაძლიერდებოდნენ მომავალი თამაშებისათვის!!! -- ქეცბაიამ ბოლოსდაბოლოს რადიკალურად უნდა შეცვალოს თამაში და აქცენტი აგრესიულ სტილზე უნდა გადავიდეს....

...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს იმეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომძადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოტ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები მომავალ თამაშებში!!!
glaxuna
12 სექტემბერი 2012 16:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული