თორნიკე ოქრიაშვილი: თემურ ქეცბაიამ ესპანელებთან თამაშის გამწვავება დამავალა

AutoSharing Option
ესპანეთის დონის ნაკრებთან კარგად გამოჩნდა, ვის შეუძლია ფეხბურთის თამაში და ვის არა. გარდა კლასისა, ასეთ მეტოქესთან სპორტული თავხედობა და სითამამე ძალიან ფასობს და აუცილებელიც არის.

თორნიკე ოქრიაშვილს ყველა განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს. რას იზამდა ახალგაზრდა ფეხბურთელი ბელორუსთან წარმატებული მატჩის შემდეგ, ისევ აქტიური იქნებოდა თუ მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავების ჩრდილი შეაშინებდა?

ოქრიაშვილი ძალიან თამამად თამაშობდა და გამწვავებას არ ერიდებოდა. პირიქით, იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელმაც სწორედ ამ სითამამით ტრიბუნებს რამდენჯერმე ტაში მოსწყვიტა და ერთი-ორჯერ ესპანელთა მარჯვენაფლანგელები გააბითურა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მე-20 წუთზე
ეპიზოდი, როდესაც სერხიო ბუსკეტსს და ხაბი ალონსოს ეფექტურად გასცდა.

ცხადია, სულ ასე ვერ გამოსდიოდა, მის წინ მეგავარსკვლავები თამაშობდნენ და იმის თქმა, რომ ესპანელებს თავბრუ დაახვია, არასწორი იქნება, მაგრამ მისი სითამამე და თავდადება გამოსარჩევი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილს ესპანელებთან მატჩის მერე ვესაუბრეთ.

- თამაშს როგორ შეაფასებდი?
- წაგება ყოველთვის დასანანია, მაგრამ ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ეს კატასტროფული შედეგი არ იყო და მაყურებელმა ჩვენი ირწმუნა, ბრძოლა და თავდადება შეგვიძლია. ასეთი თამაშით შეგვიძლია ქულები კიდევ ბევრ გუნდს წავართვათ.

- შენი აზრით, ქულის მოპოვება შესაძლებელი იყო?
- 87-ე წუთამდე ესპანეთი რომ ვერ გაგიტანს, ცხადია, იმედი გიჩნდება, რომ იქნებ მოახდინო სასწაული და ქულა მოიპოვო. სამწუხაროდ, მაინც გაგვიტანეს და ძალიან დასანანია, ფრედ რომ ვერ ვითამაშეთ.

- გუნდი დაცვიდან თამაშობდა და უპირატესობას მთლიანად მეტოქე ფლობდა. გასაგებია, ეს ესპანეთთან ლოგიკურია, მაგრამ შეტევის განხორციელება ძალიან გვიჭირდა. მეტი გამწვავება შეუძლებელი იყო?
- მეორე ტაიმში ორი ისეთი მომენტი შევქმენით, რომ გატანა სავსებით რეალური იყო. რაც შეეხება იმას, რომ უპირატესობას ესპანეთი ფლობდა, სხვაგვარად არც იქნებოდა და ტაქტიკა მეტოქის დონის შესაფერისი იყო.

- პირადად შენ ძალიან თამამად თამაშობდი.
- ეს ქეცბაიას დავალებაც იყო, თამაში რაც შეიძლებოდა, ხშირად ამეღო საკუთარ თავზე. ესპანელებისთვის პრობლემების შექმნას ასე ვცდილობდი.

- საერთოდ კი, გუნდს სითამამე მაინც აკლდა.
- ალბათ იმიტომაც, რომ მეტოქესთან მიკარებისთანავე მსაჯი უმიზეზოდ ჯარიმებს ნიშნავდა და ფაქტობრივად, თამაშის საშუალებას არ გვაძლევდა.

არ ვიცოდით, ჩვეულებრივი ორთაბრძოლის დროს დაგვაჯარიმებდა თუ არა და მეტოქესთან შეხებასაც ვერიდებოდით.

შესაძლოა, სწორედ ამის გამო ბევრი ფიქრობდა, სითამამე აკლდათო. შიში არაფერ შუაშია, ფრთხილად მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო ვთამაშობდით. ვისაც ფეხბურთი ესმის, კარგად მიხვდება, რომ ასეთ დროს თამაში და სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ძალიან ძნელია. მით უფრო, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ხვდები.

ამიტომაც ვამბობ, რომ შესარჩევი ციკლის პირველ ორ მატჩში, ალბათ, ცუდად არ გვითამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო, პირველ ვაჟკაცს გილოცავ, გაგამრავლოს ღმერთმა და სულ შენნაირი სასახელო შვილები გიმრავლოს. მაგარი ხარ, შენი ჯერ კიდევ ფანცულაიადან მჯეროდა, ახლა მთავარია, გარდამავალი ასაკი კაცურად გაიარო. მერე სულ დიდ გრანდებში გვენახე. გაიოზი
gizog
22:23 13-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული