ბელორუსი VS საქართველო - მოულოდნელობით აღსავსე საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს - მინსკში გასამართი მატჩი უფრო მკაფიოდ გვიჩვენებს, თუ რა მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია თემურ ქეცბაიას გუნდს.

შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე იქნება.

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მინსკის "დინამო არენაზე" ივარჯიშა და საბედნიეროდ, ამჯერადაც სრული შემადგენლობით. ვარჯიშამდე კი სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ქეცბაიას პრესკონფერენცია გაიმართა.

- რთული თამაში გველის, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბელორუსის ნაკრები ძლიერი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. ფინეთში დაძაბული მატჩი ჩავატარეთ.
იქ ერთი შეცდომა გოლად დაგვიჯდა.

შევეცდებით, მსგავსი რამ აქ აღარ დაგვემართოს. გვინდა, ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და გავიმარჯვოთ.

- ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებს მოულოდნელობებით აღსავსე უწოდა. როგორ ითამაშებთ ამ მატჩში?
- მობრძანდით და ნახავთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი ფეხბურთელების მჯერა.

- დღესდღეობით ყველაზე მეტად რა პრობლემები გაწუხებთ?
- პრინციპში, ის ბიჭები, რომლებთან ერთადაც აგერ, უკვე 8-9 დღეა, რაც ვმუშაობ, წესრიგში არიან. ამიტომაც მათთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს - ყველა ჩინებულ მდგომარეობაშია და თამაშისთვის მზადყოფნაში იმყოფება. მატჩის დღეს მოედანზე საუკეთესონი გავლენ.

Sportall.Ge- არ გეშინიათ, რომ თქვენმა ფეხბურთელებმა მეტოქე ჯეროვნად ვერ შეაფასონ?
- არა. ესპანელებთან ჩვენც გვითამაშია. ეს ნამდვილად რთული იყო. რაც შეეხება შეუფასებლობას, არა მგონია, ამის საშიშროება დადგეს. ერთი თვის წინ ბელორუსებთან ვითამაშეთ. ამიტომაც ამ გუნდს კარგად ვიცნობთ.

ის ფაქტი, რომ ისინი ესპანელებთან 0:4 დამარცხდნენ, სრულებით არაფერს ნიშნავს. პლუს ამას, ბელორუსის ნაკრებს გლებიც დაემატა და ამით გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა.

- თქვენი აზრით, გლებმა ბელორუსის ნაკრები რამდენად გააძლიერა?
- ბელორუსი გლებითაც და მის გარეშეც შესანიშნავი გუნდია. რასაკვირველია, იგი თქვენს ნაკრებს კიდევ უფრო საშიშს ხდის. მას ევროპაში ბევრი უთამაშია. მან იცის, მატჩის ბედი როგორ გადაწყვიტოს.

- კიდევ ვინ მიგაჩნიათ ბელორუსის ნაკრებში ძლიერ ფეხბურთელად?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ბელორუსის ნაკრები ჩინებული გუნდია, პირველ მატჩში მოედანზე ყველა თავდადებით იბრძოდა, მაგრამ მოედანზე ჩვენ მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ. მეტოქის რიგებში მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელს არ გამოვარჩევდი.

- პირველმა მატჩებმა ჩაიარა, თქვენ კი ოთხი ქულა გაქვთ მოპოვებული. ეს თქვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია?
- ვინმეს დასაწყისისთვის ოთხი ქულა რომ შემოეთავაზებინა, უყოყმანოდ დავთანხმდებოდი. დღეს კი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ბელორუსი ფინეთზე ძლიერია. ამიტომ დიდი ძალისხმევის გამოვლენა გვმართებს.

* * *
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა მურთაზ დაუშვილის კომენტარი მოგვაწოდა.

მურთაზ დაუშვილი: "საინტერესო მატჩი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ბელორუსის ნაკრებს ერთხელ უკვე შევხვდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. დიდი იმედი მაქვს, რომ გამარჯვება ამჯერადაც ჩვენ დაგვრჩება".

სტადიონზე დაახლოებით 15 ათას გულშემატკივარს ელიან. ბელორუსი-ესპანეთისა და ბელორუსი-საქართველოს ბილეთები ერთ პაკეტში გაიყიდა და შესაბამისად, დღევანდელ მატჩს პუბლიკა გარანტირებული ჰყავს.

SPORTALL პროგნოზი 1:1

I ჯგუფი
გუნდი
1 ესპანეთი 2 2
0 0 5-0 6
2 საფრანგეთი 2
2
0 0 4-1 6
3 საქართველო 3
1
1 1 2-2 4
4 ფინეთი 2
0 1
1 1-2 1
5 ბელორუსი 3
0 0 3
1-8 0

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ომარ მიგინეიშვილი (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (გაზ მეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაკი, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი, რუსთავი), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი კიევი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), ლევან ყენია (კარპატი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ. რუსეთი), ალექსანდრე გურული (დილა, გორი), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი სირბილაძე (ინტერ ტურკუ, ფინეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბელორუსში იმედგაცრუებაა: საქართველოსაც თუ ვერ მოვუგეთ, ცუდადაა ჩვენი ამბავი
სანდრო კობახიძე: ბელორუსის ნაკრებთან ჩვენს შანსს დაველოდებით
ტიმოფეი კალაჩევი: საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ

ბელორუსი-საქართველოს მატჩს ავსტრიელ არბიტრთა ბრიგადა განსჯის
გიორგი კონდრატიევი: ესპანეთთან წავაგეთ, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ!

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]
გეორგი კონდრატიევი თემურ ქეცბაიას გუნდს შემტევ შემადგენლობას დაუპირისპირებს

გივი კვარაცხელია: ბელორუსში მძიმე თამაში გველის
გურამ კაშია: ბელორუსის ნაკრებთან რთული მატჩი გველის
თორნიკე ოქრიაშვილი: მინსკიდან სამი ქულის წამოღებას ვაპირებთ

ალექსანდ გლები: საქართველოს ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცხრილში შეცდომაა, სამი თამაშიდან ერთი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და ერთიც ფრედ ვითამაშეთ. თუ ორი გამარჯვება გვაქვს რატომ გვაქვს მაშინ ოთხი ქულა?!
გიორგი
15:20 16-10-2012
0
სად ხედავ 2 მოგებას?! დგეს მეტი მოგივიდა ეტყობა)))
DraculA
19:45 16-10-2012
0

სიახლეები პოპულარული