თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ბელორუსის ეროვნულ გუნდთან (0:2) მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

"ვულოცავ ბელორუსის ნაკრებს მოგებას. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. მაყურებლისთვის საინტერესო მატჩი გამოვიდა - ორივე გუნდმა ბევრი მომენტი შექმნა.

შეხვედრის დაწყებამდე გვეგონა, რომ ქულებს ავიღებდით ამ მატჩში. როცა 0:1-დან იწყებ, ყოველთვის ძნელია. ჩემი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ, რის გამოც
დავისაჯეთ კიდეც.

მარცხის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა კვლავ მესამე ადგილისთვის ბრძოლაა",
- თქვა ქეცბაიამ.

goals.by-ს კორესპონდენტის კითხვაზე, თუ
რატომ შეცვალა ქეცბაიამ თბილისური მატჩის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, "ჯვაროსნების" თავკაცმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ის მატჩი ერთი თვის წინ იყო. თბილისური შეხვედრის გმირები არ გვჭირდება, დღევანდელი მატჩის გმირები გვჭირდებოდა, აქ, მინსკში", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

pressball.by-სთან საუბარში კი ქეცბაიამ აღნიშნა, რომ შესვენების დროს გასახდელში ოქრიაშვილმა თქვა, რომ ფეხი სტკიოდა. "ჯვაროსნების" თავკაცმა ასევე ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვების მიზეზი ახსნა:

"ჯანო საკუთარ კლუბში არ თამაშობს. იმ ფეხბურთელებს ვიყენებთ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ კლუბებში. ანანიძის გამოყენებას მეორე ტაიმში ვაპირებდით".

ასევე იხილეთ:
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას ამბობს ეს კაცი ორივე გუნდმა ბევრი მომენტები შექმნაო? ერთი საგოლე მომენტი მაინც შექმნა საქართველოს ნაკრებმა? იქნება სხვა თამაშს ვუყურებდი. უკვე დავეჭვდი. ეგრეა ბატონო აქამდე მხოლოდ გაუმართლათ იმ ესპანეთთანაც რომ არ ამოტენეს და ფინეთთანაც (შემთხვევითი გოლი)/ არაა თქვენი საშველი. ახლა უკვე გვაბრმავებს ქეცბაია, ბევრი მომენტები შევქმენითო და მე ერთი კარში დარტყმული ვერ ვნახე.
david67
17 ოქტომბერი 2012 03:22
0
უკმაყოფილო კი არა ქეცბა წადიიიიიიიიი!!! ნებისმიერმა საშუალოსტატიკოსმა მწრთვნელს უფრო მეტი გაეგება ტაქტიკაში ვიდრე შენ "შიმშილას " რომ კაცი ნაკრებში გამოიძახებს ფუი
TOr
17 ოქტომბერი 2012 00:47
0
ოქრიაშვილს დგევანდელი დGის გმირობა არ აცალე და რამდენს ლაპარაკობ
vaska
17 ოქტომბერი 2012 00:10
0
ხიზანისვილის ბრალი იყო წაგება, ბურთის გამოტანა რომ არ იცის საჯარიმოდან დროულად
manuchari
17 ოქტომბერი 2012 00:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული