ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ლოგიკური იყო იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრებს მინსკში უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე ჰელსინკიში, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გვქონდა იმის იმედი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ბელორუსთან სტუმრადაც იგივე შედეგისთვის იბრძოლებდა, რასაც მასთან დაპირისპირებაში შინ მიაღწია.

სამწუხაროდ, კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა და საქართველოს ნაკრები ამჯერად ბელორუსის მჯობნი კი არა, მისი ტოლ-სწორიც ვერ აღმოჩნდა. ძნელია იმის აღიარება, რომ შენი გუნდი პირწმინდად დამარცხდა, მაგრამ 16 ოქტომბერს საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა.

წლის ბოლო ოფიციალური მატჩი თემურ ქეცბაიას გუნდმა უსუსურად, ყველა ასპექტში გაუმართავად ითამაშა და ეპიზოდურადაც კი
ვერ გვაჩვენა ის ფეხბურთი, რამაც უკეთესი მომავლის იმედი შეიძლება გაგვიჩინოს.

ითქვა, რომ მუნდიალის შესარჩევი ტურნირი ჩვენმა ნაკრებმა მომდევნო ციკლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, მაგრამ რა ვქნათ, რომ საქართველოს ნაკრების თამაშში პროგრესის ნიშნები არ ჩანს?

საქართველოს დღევანდელი ნაკრები აღარავისთან მარცხდება კატასტროფული სხვაობით, მაგრამ როცა ქულების დაგროვება მართებს, არც თავად შეუძლია სადავეების ხელში აღება და საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავს მოხვევა.

როცა არSportall.Ge შეგიძლია, ფინეთისა და ბელორუსის დონის მოწინააღმდეგეებთან თუნდაც სტუმრად ამაზე მეტი გააკეთო, წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხვდე 24-გუნდიან ევროპის ჩემპიონატზე.

იქ თამაშს ხომ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება სჭირდება. ასეთი შედეგისთვის კი საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ორჯერ, ისიც არცთუ ახლო წარსულში მიუღწევია. ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ შინ წარმატებული ასპარეზობით ვერ გახვალ.

საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი გუნდის თამაშის დინამიკა უკეთესობისკენ მიდის.

ნათელია, რომ ფაქტობრივად, არ შეგვიძლია "პირველ ნომრად" თამაში, მაშინაც კი, როცა მოედანზე განვითარებული მოვლენები სხვა გზას არ გვიტოვებს. გაუგებარია, რა გზას ადგას საქართველოს ნაკრები, რომელსაც ბრძოლა ნამდვილად შეუძლია, მეტზე კი რა მოგახსენოთ...

მხოლოდ ბრძოლისუნარიანობით კი დღეს ვერავის გააკვირვებ. ეს თვისება არც უსახელო ევროპულ ნაკრებებს აკლიათ და ისინი არასდროს აცხადებენ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე თამაშის ამბიციას.

უმჯობესია, ილუზიებში არც ქართველი გულშემატკივრები იყვნენ და შეეგუონ იმას, რომ უახლოესი წლები ქართული ფეხბურთის საფუძვლის განმტკიცებას უნდა მოხმარდეს და შესაბამისად, ღირს იმაზე მსჯელობა და დაფიქრება, სჭირდება თუ არა შვიდნიშნა ხელფასის მქონე თავკაცი საქართველოს ნაკრებს, რომელიც დღეს საშუალოზე დაბალი დონის გუნდია და წინსვლის იმედს ვერ გვაძლევს.

* * *
ამ მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ყველამ ვიხილეთ და შეხვედრის დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ.

ფაქტია, რომ მასპინძლებმა აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და უფრო სოლიდური სხვაობით მოგებაც შეეძლოთ. სტუმრებმა კი მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ორიოდე ნახევრად მომენტით დაგვამახსოვრეს თავი.

ბელორSportall.Geუსმა საქართველო გუნდური თამაშითაც დაჯაბნა და ცალკეული მოთამაშეების საშემსრულებლო ოსტატობითაც.

საშინელებაა, ქართველს ბელორუსების კომბინაციური ფეხბურთისა რომ შეგშურდება, მაგრამ ფაქტია, მასპინძლებმა სტუმრები ამ კომპონენტშიც გვარიანად დაჯაბნეს.

ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ ვიტყვით, რომ სწრაფმა გოლმა გაგვტეხა და ზურაბ ხიზანიშვილს მეტოქისთვის ბურთი რომ არ ჩაებარებინა, მოვლენები სხვაგვარად წარიმართებოდა. ასეთ უპატიებელ შეცდომას, როგორც წესი, ის გუნდი უშვებს, რომელიც მოედანზე მეტოქეზე უარესია.

აქამდე თუ თამამად შეგვეძლო იმის თქმა, საქართველოს ნაკრების კოზირი დაცვაში დამაჯერებელი თამაშიაო, 16 ოქტომბრის თამაშმა ამის საშუალებაც მოგვისპო.

მეორე გოლიც უკანა ხაზის კისერზეა. პირველი გოლის ავტორი რენან ბრესანი ამჯერად ასისტენტად მოგვევლინა და მის მიერ მოწოდებულ ჯარიმას სტანისლავ დრაგუნმა თავი ისე შეაგება, ქართველმა მცველებმა ხელი ოდნავადაც ვერ შეუშალეს.

ქართველები პირველი ტაიმის ბოლოსღა გამოცოცხლდნენ - თორნიკე ოქრიაშვილმა მართლაც ჩინებული სოლორეიდი საგოლე დარტყმით ვერ დააგვირგვინა, დავით თარგამაძემ კი ჯარიმითა და კუთხურით სცადა გატანა, მაგრამ ბელორუსთა მეკარე სერგეი ვერემკო ბურთს ორივე შემთხვევაში ადგილზე დახვდა.

გაუგებარია, რა უნდოდა დავით დევდარიანს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე ჩაატარა.

ქართულმა შეცვლებმა მოედანზე საჩვენოდ ვერაფერი შეცვალა, ორი ბურთით ჩამორჩენილი გუნდი კი ნებსით თუ უნებლიეთ, "მეორე ნომრად" თამაშს განაგრძობდა.

მესამე ბელორუსული გოლის გატანა ორჯერ შეეძლო ვიტალი როდიონოვს, რომელსაც ჯერ ნუკრი რევიშვილმა აჯობა, შემდეგ კი მასპინძელთა ფორვარდის ძლიერი დარტყმა ძელმა აისხლიტა.

Sportall.Geბოლო წუთზე გაჩაღებულმა ორმხრივმა გაწევ-გამოწევამ სამი ფეხბურთელი "გააყვითლა" და მსაჯის საფინალო სასტვენიც მალევე გაისმა.

22 მარტს საქართველო საფრანგეთს სტუმრობს, მანამდე კი ჩვენს ეროვნულ გუნდს ოფიციალური მატჩი არ ელის.

ქართველი გულშემატკივარი გუშინდელმა დღემ საბოლოოდ გამოიყვანა ილუზიათა ტყვეობიდან და ეს ერთადერთი დადებითია, რაც ამ შეხვედრამ მოიტანა.

საქართველოს ნაკრები ერთ ადგილს ტკეპნის - ცხელ გულზე ამის თქმა შეიძლება, ცივი გონებით კი იმ გამოსავალის პოვნაზე უნდა ვიმსჯელოთ, რაც ქართულ ფეხბურთს ათწლეულებია, ვერ უპოვია...

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. IV ტური
16.10. მინსკი. დინამო არენა. 15 000 მაყურებელი
ბელორუსი-საქართველო 2:0 (იხილეთ ვიდეო)
1:0 ბრესანი (6), 2:0 დრაგუნი (28)

ბელო
რუსი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
ვერემკო რევიშვილი
ბორდაჩოვი კაშია
ვერხოვცოვი ხიზანიშვილი
ტიგორევი ამისულაშვილი
პოლიაკოვი გრიგალავა
პავლოვი დაუშვილი
დრაგუნი კანკავა
ფილიპენკო თარგამაძე
გლები კობახიძე
ბრესანი ოქრიაშვილი
როდიონოვი დევდარიანი

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. კონდრატიევი თ. ქეცბაია

ბელორუსი
83. პავლოვი - კისლიაკი
85. ბრესანი - ვოლოდკო
90. როდიონოვი - ჩუხეი
სათადარიგოები: ომელჩენკო, გუტორი, მარტინოვიჩი, შიტოვი, ტრუბილო, პლასკონნი, ალექსევიჩი, ბალანოვიჩი

საქართველო
46. დევდარიანი - მჭედლიძე
49. ოქრიაშვილი - ანანიძე
75. თარგამაძე - ყენია
სათადარიგოები: კვასხვაძე, მიგინეიშვილი, ლობჟანიძე, ხუბუტია, თომაშვილი, ფოფხაძე, გურული, ძალამიძე, სირბილაძე

გაფრთხილება: თარგამაძე (35), ტიგორევი (43), პოლიაკოვი (45), ხიზანიშვილი (51), კანკავა (68), ბორდაჩოვი (73), გლები (90), მჭედლიძე (90), გრიგალავა (90)

არბიტრი: რ. შიორგენჰოფერი (ავსტრია)

I ჯგუფი
გუნდი
1 ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7
2 საფრანგეთი 3 2 1 0 5-2 7
3 საქართველო 4 1 1 2 2-4 4
4 ბელარუსი 4 1 0 3 3-8 3
5 ფინეთი 2 0 1 1 1-2 1

2013 წელი
22 მარტი
ესპანეთი-ფინეთი
საფრანგეთი-საქართველო

26 მარტი
საფრანგეთი-ესპანეთი

7 ივნისი
ფინეთი-ბელარუსი

11 ივნისი
ბელარუსი-ფინეთი

6 სექტემბერი
ფინეთი-ესპანეთი
საქართველო-საფრანგეთი

10 სექტემბერი
ბელარუსი-საფრანგეთი
საქართველო-ფინეთი

11 ოქტომბერი
ესპანეთი-ბელარუსი

15 ოქტომბერი
ესპანეთი-საქართველო
საფრანგეთი-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
თორნიკე ოქრიაშვილი: მატჩის შემდეგ ქეცბაიამ გვითხრა, რომ ცხვირები არ ჩამოგვეშვა

ესპანეთი-საფრანგეთი 1:1 - სამართლიანობა ბოლო წამზე აღდგა
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენ ქართველებს ყოველთვის იმაზე მეტი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს თავზე ვიდრე ვართ არარიალურ სამყაროში ვცხოვრობთ რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტო ვბრაზდებით როგორ გვაჯობა ესპანეთმა,ბელორუსიამ ან სხვა ვინმემ?ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ? სამწუხაროდ ეგრე არ არის და ამას რომ გავაცნობიერებთ მაშინ მართლა მაგრები ვიქნებით.
აღარც ქეცბაია მოგვწონს ვინ მოგვწონებია რო? ფეღბურთელებშია უფრო მეტი პრობლემა ვიდრე მწვრთნელში.
jaba
18 ოქტომბერი 2012 10:35
0
დავიჯერო მწვრთნელი იმას ვერ ამჩნევს რაც აშკარად ჩანს,რომ ჩვენები დაცვაში აბსოლიტურად უმოქმედოდ არიან მარტო პოზიციებზე დგანან და საერთოდ არ ფიქრობენ რომ მოწინააღბდეგები ამოკეტონ და კიდევ აზრიანი თამაში უჭირთ როცა უკეთესია პასი მისცენ მაშინ ურტყამენ კარში.
jemo
17 ოქტომბერი 2012 16:18
0
ხალხნო დაიჯერეთ. ჩვენ დიდ ფეხბურთს ვერასოდეს ვითამაშებთ, იმოტომ რომ უმრავლესობას მუხლი გვაქვს სუსტი, ძალა აღარ გვაქვს. ჩვენ ძალა მხოლოდ მკლავში გვაქვს და ყბაში.
Grisha
17 ოქტომბერი 2012 15:44
0
ფუი ასეთ მწვრთნელს და მის ფეხბურთს! რამდენიც არ უნდა წამიშალოთ კომენტარი, მალე მხოლოდ ქეცბაიას გინება იქნება აქ...ორი წელია ვწერ მოაშორეთ ქეცბაია ნაკრებს!... მაგრამ სად ხარ სამართალო...შალეთ და იყავით...აქამდე თუ ერთი ორი კომენტარი გამოერეოდა ქეცბაიასადმი უკმაყოფილო,ეხლა ნახევარზე მეტი წერს ამას... რას ველოდებით, სანამ მთელი საქართველო არ აგინებს?...ფუი თქვენ ყველას, ვინც ვითომ ქართული ფეხბურთს გულშემატკივარია და აქამდე ითმენს ამ ტუტუცი "მწვრთნელის" უაზრო საქმიანობას!
Jigaro
17 ოქტომბერი 2012 15:29
0
აცადეთ ამ ადამიანს ბოლომდე ციკლის დამთავრება. 5-0 რო აღარ ვაგებთ ეს პროგრესი არაა ? თუ პირველივე ჯერზე ევროპაზე გინდათ გასვლა? არასტაბილური ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ჯერ მხოლოდ პერსპექტიულები არიან, გამოცდილება აკლიათ და ქეცბაიამ, ან ძოძუაშვილმა რა უნდა ქნას ? ეხლა კიდე სხვა მწვრთნელი მისი ხედვები და რაც ქეცბამ იშრომა წყალში ჩაიყრება და ან წავალთ წინ და ან, არა ...
lm
17 ოქტომბერი 2012 12:39
0
ხიზანიშვილი ხო კაი, შეცდა 2 თამაშში და საერთოდაც არასოდეს ვიყავი მასზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენის, მაგრამ ეგ ყველა ცდება... პრობლემა ისაა, როცა 1 შეცდომაზეა გუნდი დამოკიდებული და მისი გამოსწორების არანაირი შანსი არ არსებობს. ისიც ფაქტია, რომ მაღალი დონის კიარა, ნორმალური ფორვარდებიც კი ფაქტიურად არ არიან ნაკრებში. თუმცა, ძალიან მეეჭვება მჭედლიძე ან დევდარიანი ამ პოზიციაზე დვალს ან ვაწაძეს ჯობდნენ, სად არიან ესენი?

მთავარი პრობლემა მაინც ქეცბაია ალბათ და მისი სიჯიუტეა.. მადლობა მას, რომ ასწავლა ნაკრებს ბრძოლა, მაგრამ მგონი ამით ამოწურა ყველაფერი, რისი გადაცემაც შეეძლო ნაკრებისთვის. მარა ძოძუაშვილი არა მგონია ნაკრებს გამოადგეს, რა თქმა უნდა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონია, რომ მისი ფილოსოფია თანამედროვე ფეხბურთს ჩამორჩენილია და 90-იანების დონეზეა.. თუმცა, სხვა მწვრთნელი აბა ვინ შეიძლება იყოს? გეგუჩაძე? შეიძლება... არველაძე - ეგეც შეიძლება ალბათ უკვე, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდა მწვრთნელები დღევანდელ ფეხბურთში აშკარად ქაჩავენ.

ჟურნალისტები რატო არიან მშიშრები ვერ ვხვდები, ხიზანიშვილი არაა მთავარი პრობლემა, მთავარი პრობლემა მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელი თუ ღირსი არაა, მაინც ძირითადში ათამაშებს... ბოლო-ბოლო, რამდენი გოლი გააქვს ნაკრებს საშუალოდ? ეგეც ხიზანიშვილის ბრალია?
მიჩინიო
17 ოქტომბერი 2012 12:37
0
საშინლად ვითამაშეთ..მე არ ვიცი ხიზანას რა დაემართა, ჯერ ფინეთან გოლი ეხლა ეს შეცდომა რავიცი ესეთი აჭრილი არ მახსოვს..თან ძალიან მძიმედ გამოიყურება. ძაან თვალშისაცემია ლორიას არყოფნაც რევიშვილი ფეხით თამაშის აზზე არა თან თავდაჯერებულობაც ნოლი რაც დაცვაზე ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიურად, კანკავა და ოქრიაშვილი ეს ორი, დანარჩენებმა ჩააგდეს თამაში
ძალიან საწყენია თარგამაძის და დაუშვილის ესეთი სუსტი თამაში იმედია მარად პერსპექტიულებად არ დარჩებიან და კიდევ მოუმატებენ, კობახიძეც ძალიან სუსტი იყო,ჯანო მომეწონა ასეთუისე გამოაცოცხლა თამაში მეტი დრო უნდა მიეცეს ჯანოს.ჩემი აზრით ქეცბაიამ დასკვნები უნდა გააკეთოს
1) ხომ არ ჯობია აშკარად შენელებული ხიზანას ამოგდება კაშიას შუაში გადაწევა( ამპლუით ცენტრალური მცველია) და მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლობჟანიძე
2)ასევე წინაც მგონი ჯობია თარგამაძის სკამზე დასმა და ჯანოს დაყენება აშკარად მოუკლო ამ ბიჭმა(თარგამაძე) თან კონკურენციამ იქნებ გამოაფხიზლოს, წინ ესე დავაყენებდი მარცხნივ კობახიძე მარჯვნივ ოქრიაშვილი ცენტრ ფოვარდათ მჭედლიძე და გამთამაშებელი ჯანო
messi001
17 ოქტომბერი 2012 11:42
0
პირდაპირ დაწერეთ რო ხიზანიშვილი ნაკრებიდან უნდა წავიდეს! ნუ იცავთ ყველას
gio-goli
17 ოქტომბერი 2012 11:38
0
არ მესმის ამ ჟურნალისტების რისი ეშინიათ და არ ამბობენ რო ხიზანიშვილი ნაკრების ღირსი აღარაა. არც სხვები წყვეტენ ვარსკვლავებს მაგრამ ხიზანა მეტისმეტია უკვე. მერამდენედ უნდა დაუშვას უპატიებელი შეცდომა. საქართველოში სპორტული ჟურნალისტენი მშიშრები არიან!!!!!
gio-goli
17 ოქტომბერი 2012 11:32
0
აშკარაა,რომ ქეცბაიას ხელში ნაკრები პროგრესს ვეღარ მიაღწევს, რადგან რესურსი აშკარად აღარ ყოფნის. ამიტომ დროა, რომ წავიდეს...
ძოძუაშვილის დაბრუნება სულაც არ იქნებოდა ურიგო... ბოლოს და ბოლოს ლატვიელებს ასწავლა ფეხბურთის თამაში...
მამუკა
17 ოქტომბერი 2012 11:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული