"ბორჯღალოსნების" მეტოქემ, არგენტინის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტებზე არგენტინის ეროვნულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 ივნისს გაიმართება, მას შემდეგ, რაც "ბორჯღალოსნები" "თბილისის თასის" გათამაშებას მოილევენ.

მანამდე კი არგენტინელები ორ შეხვედრას გამართავენ ინგლისის ნაკრებთან - 8 და 15 ივნისს. "პუმების" მწვრთნელთა შტაბმა იმ 28 მორაგბის სია გამოაცხადა, რომლებიც ამ სამ მატჩში იასპარეზებენ.

სხვადასხვა მიზეზის გამო არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან: ჰორასიო აგუჯა, პატრისიო ალბასეტე, მარკოს აიერსა, მარსელო ბოსხი, გონსალო კამაჩო, ავგუსტინ კრევი, ხუან ფერნანდეს ლობე, გონსალეს ამორისინო, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან ლეგუსამონი და სებასტიან გინასუ. ამ
მოთამაშეების უმრავლესობა, სავარაუდოდ, ოთხი ერის გათამაშების წინ დაისვენებს.

არგენტინა

ბელისარიო აგუჯა, მარტინ ბუსტოს მოიანო, მარტინ ბუსტოსი, ფელიპე კონტეპომი, გარსია ვეგა, გომეს კოდელა, პაბლო ჰენი, ნიკოლას ლენდახო, ვალეხოს კინალი, ნიკოლას ვერგაჯო, გაბრიელ ასკარატე, რიკარდო ბეასი, ტომას კარიო, ტომას კუბელი, ტომას დე ლა ვეგა, ხულიო კაბეჯო, მარიანო გალარსა, მაურისიო გუიდონე, სალვატორე ლეონარდი, ესტებან ლოსადა, ბენიამინ მაკონე, ბენიამინ მადერო, მანუელ მონტერო, სილვიო ორლანდო, ბრუნო პოსტილიონი, გილერმო როანი, გონსალო ტიესი, ბენიამინ ურდაპილიეტა.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (არმია), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ბათუმი)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო)
#11-14: თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი).
#12-13: დავით კაჭარავა (როდეზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული