უკრაინული "კარპატის" ფეხბურთელმა აღიარა, რომ ბელორუსები ფინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ, რის შესახებაც მატჩის წინ თემურ ქეცბაიაც აფრთხილებდა.
"უმძიმესი მატჩი გამოვიდა. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ წავაგეთ.
მოედანზე დიდი დრო არ გამიტარებია და მხოლოდ ბოლო 20 წუთი ვითამაშე, თუმცა ამ პერიოდში ვერაფრის გაკეთება მოვასწარი, რადგან ძირითადად ბურთს ბელორუსები ფლობდნენ.
რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ მასპინძლებს ძლიერი, სტაბილური გუნდი
დავძენ, რომ ბელორუსები ფინელებზე ძლიერები აღმოჩნდნენ, რომლებთანაც გასულ პარასკევს ვითამაშეთ", - უთხრა ყენიამ ბელორუსულ "პრესბოლს".
ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი: შესვენების შემდეგ შეცვლამ ძალიან გამანაწყენა
თემურ ქეცბაია: დაცვაში დაშვებული ბავშვური შეცდომებით უკმაყოფილო ვარ
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]