საქართველოს ნაკრები და სტატისტიკა: ჩვენი შეტევის გასაჭირი თვალნათელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეგვიპტესთან წლის ბოლო მატჩი ჩაატარა და ახლა შეგვიძლია, თემურ ქეცბაიას გუნდის მიერ 2012 წელს განვლილი გზა შევაფასოთ.

"ლელო" ამ თემაზე უახლოეს პერიოდში არაერთ წერილს შემოგთავაზებთ, დღეს კი საქართველოს ნაკრების სტატისტიკურ მონაგარს გთავაზობთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი 2012 წელს
29.02. ამხანაგური
საქართველო-ალბანეთი 2:1
გოლები: 0:1 ჩანი (3), 1:1 კობახიძე (48), 2:1 ამისულაშვილი (87)
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა (46. კვირკველია), დაუშვილი (46. გელაშვილი), კანკავა (90. ძარია), ანანიძე (74. ყენია), თარგამაძე (89. გრიგალაშვილი), კობახიძე, დვალიშვილი (60. მარცვალაძე).

ასევე
იხილეთ:

საქართველო-ალბანეთი 2:1 - გამარჯვებული საქართველოა, გმირი კი არბიტრი [+VIDEO]

24.05. ამხანაგური (ნეიტრალურ მოედანზე, ავსტრიაში)
საქართველო-თურქეთი 1:3
გოლები: 0:1 ჰამით ალთინთოფი (12), 0:2 შაჰინი (40), 1:2 თარგამაძე (51), 1:3 ინანი (82. პენ.)
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (46. დაუშვილი), კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია (63. ფოფხაძე), კანკავა (72. ლიპარტია), თარგამაძე (65. ოქრიაშვილი), ხიზანიშვილი, კობახიძე, გელაშვილი (89. ძალამიძე), დვალიშვილი (46. მჭედლიძე).

ასევე იხილეთ:
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]

15.08. ამხანაგური
ლუქსემბურგი-საქართველო 1:2
გოლები: 0:1 მჭედლიძე (2), 0:2 ამისულაშვილი (34), 1:2 იოაჰიმი (84)
საქართველო: ლორია, კაშია, ხუბუტია, ამისულაშვილი (60. ფოფხაძე), გრიგალავა, კანკავა, ანანიძე (67. გურული), კობახიძე (46. ლობჟანიძე), ოქრიაშვილი (90. გელაშვილი), თარგამაძე (46. დაუშვილი), მჭედლიძე (46. სირბილაძე).
გაძევება: კაშია (14)

ასევე იხილეთ:

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]

7.09. ოფიციალური. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო-ბელორუსი 1:0
გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (51)
საქართველო: ლორია, კაშია, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა, დაუშვილი, კანკავა, თარგამაძე, ანანიძე (75. გორგიაშვილი), ოქრიაშვილი (83. სირბილაძე), მჭედლიძე (56. კვირკველია).

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბელორუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

11.09. ოფიციალური. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
საქართველო-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 სოლდადო (86)
საქართველო: ლორია (73. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია, ხიზანიშვილი, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (64. ძალამიძე), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (79. სირბილაძე).

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

12.10. ოფიციალური. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
ფინეთი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაშია (56), 1:1 ჰამალაინენი (63)
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (81. ყენია), ოქრიაშვილი (67. ანანიძე), კობახიძე, მჭედლიძე (59. დევდარიანი).
გაძევება: ა. ერიომენკო (59)

ასევე იხილეთ:
ფინეთი-საქართველო 1:1 - მონაგარიც და დანაკარგიც [VIDEO]

16.10. ოფიციალური. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი
ბელრუსი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 ბრესანი (6), 2:0 დრაგუნი (28)
საქართველო: რევიშვილი, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (75. ყენია), ოქრიაშვილი (49. ანანიძე), კობახიძე, დევდარიანი (46. მჭედლიძე).

ასევე იხილეთ:
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]

14.11. ამხანაგური
საქართველო-ეგვიპტე 0:0
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, კვირკველია, კაშია, ძარია (75. გორგიაშვილი), გრიგალაშვილი (69. ქობალია), კობახიძე (58. გურული), თარგამაძე (46. ძალამიძე), დვალი (46. დვალიშვილი).

ასევე იხილეთ:
საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

ოფიციალურ შეხვედრებში
4 მატჩი, 1 გამარჯვება, 1 ფრე, 2 მარცხი, ბურთები 2-4

ამხანაგურში
4 მატჩი, 2 გამარჯვება, 1 ფრე, 1 მარცხი, ბურთები 5-5

სულ
8 მატჩი, 3 გამარჯვება, 2 ფრე, 3 მარცხი, ბურთები 7-9

მეკარეები
Sportall.Geგიორგი ლორია
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
თუკი შარშან ნაკრების ძირითადი მეკარე გამოკვეთილი არ იყო, წლეულს ლორიამ მყარად მოიპოვა ადგილი სასტარტო შემადგენლობაში და რამდენიმე ეფექტური მატჩიც ჩაატარა, რომელთაგანაც ყველაზე გამოსარჩევი ესპანეთთან შეხვედრაა. იმავე მატჩში ლორია დაშავდა და ოქტომბრის შესარჩევი შეხვედრები გაუცდა.

ნუკრი რევიშვილი
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 1 მატჩი
"კრასნოდარის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ეს მის სანაკრებო კარიერაზეც აისახა. ოქტომბერში ტრავმირებული ლორია შეცვალა, დღესდღეობით კი ნაკრებში მეორე მეკარის სტატუსით კმაყოფილდება.

როინ კვასხვაძე
ოფიციალური: 1 მატჩი
სანაკრებო დებიუტი პირდაპირ ესპანეთთან მატჩში ჰქონდა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ქეცბაიამ ეგვიპტესთან შეხვედრისთვის აღარ გამოიძახა, რის მიზეზადაც მწვრთნელმა კვასხვაძის საოქტომბრო შეკრებაზე დაგვიანებით ჩასვლა დაასახელა.

მცველები
Sportall.Geგურამ კაშია
ოფიციალური: 4 მატჩი, 1 გოლი
ამხანაგური: 4 მატჩი
"ვიტესში" ეფექტურ სეზონს ატარებს და ეს მის სანაკრებო კარიერაზეც აისახება. თუკი შარშან ნაკრების ძირითადში მხოლოდ ეპიზოდურად ჩნდებოდა, წლეულს მყარად მოიპოვა ადგილი ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში და წელს გამართულ რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე ამისულაშვილი
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 4 მატჩი, 2 გოლი
უშუალო მოვალეობებს მაღალ დონეზე გაართვა თავი. რაც მთავარია, პარადოქსია, მაგრამ ამისულაშვილი ორი გოლით საქართველოს ნაკრების 2012 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რაც ყველაზე ნათლად მეტყველებს ჩვენი გუნდის შეტევაში არსებულ ღრმა პრობლემებზე.

ზურაბ ხიზანიშვილი
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი
ქეცბაიამ კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რისი მიზეზიც აგვისტოს ამხანაგურ მატჩზე ჩაუსვლელობა უნდა იყოს. ხიზანიშვილი ეგვიპტესთან სპარინგისთვის აღარ გამოუძახებიათ და არც ის არის გამორიცხული, ნაკრებში ვეღარც ვიხილოთ.

გია გრიგალავა
ოფიციალური: 3 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
უმეტესად, სასტარტოში ხვდებოდა და მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა ეგვიპტესთან ამხანაგურში დაცვის ცენტრში გაამწესეს.

Sportall.Geდავით კვირკველია
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრია, ქეცბაიას თვალთახედვის არეში რჩება და შესაძლოა, ეროვნულ გუნდში გაისადაც ვიხილოთ.

უჩა ლობჟანიძე
ოფიციალური: 1 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
ნაკრების ძირითადში ყოველთვის ვერ ხვდებოდა, თუმცა გაფართოებულ სიაში მოხვედრა არასდროს უჭირდა.

აკაკი ხუბუტია
ამხანაგური: 1 მატჩი
შარშან ნაკრების ძირითადში ხშირად ხვდებოდა. წლეულს კი, მართალია, სანაკრებო შეკრებაზე რეგულარულად ხვდებოდა, მაგრამ მოედანზე გასვლა მხოლოდ ერთხელ, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში მოუწია.

გიორგი ფოფხაძე
ამხანაგური: 2 მატჩი
ნაკრების ძირითად ფეხბურთელად არ მოიაზრება, თუმცა გაფართოებულ სიაში ხშირად ხვდებოდა.

ნახევარმცველები
მურთაზ დაუშვილი
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
მას შემდეგ, რაც "კარპატიში" თამაშის უფლება მიეცა, ნაკრებში ძველი პოზიციები უმალ დაიბრუნა და კვლავ ძირითადის შეუცვლელი წევრია.

Sportall.Geჯაბა კანკავა
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 3 მატჩი
ზურაბ ხიზანიშვილისგან კაპიტნის სამკლავური გადაიბარა და ყველაზე მეტად სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ აფასებს ქეცბაია.

ნიკა ძალამიძე
ოფიციალური: 1 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი
პოლონეთში მისი საკლუბო კარიერა საკმაოდ ნაყოფიერად ვითარდება და ვნახოთ, ჩამოყალიბდება თუ არა ახლო მომავალში ნაკრებისთვის სასარგებლო ფიგურად.

ჯანო ანანიძე
ოფიციალური: 3 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი
ბოლო დროს მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში უფრო ხშირად თამაშობს, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ნაკრებისთვისაც მეტის გაკეთებას შეძლებს. ჯანოც ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

სანდრო კობახიძე
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 4 მატჩი, 1 გოლი
სექტემბრის შესარჩევი მატჩები ტრავმის გამო გაუცდა, თუმცა ამით ნაკრებში მისი პოზიციები არ შესუსტებულა. კობახიძე კვლავ რჩება ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.

Sportall.Geთორნიკე ოქრიაშვილი
ოფიციალური: 4 მატჩი, 1 გოლი
ამხანაგური: 2 მატჩი
ბელორუსის კარში გატანილი საუცხოო გოლით მყარად დაიმკვიდრა ადგილი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში.

ლევან ყენია
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 1 მატჩი
რა თქმა უნდა, ნაკრებში ძველებურად ეფექტური ჯერჯერობით ვერ არის, მაგრამ ლვოვის "კარპატიში" ბოლო დროს ისე ჩინებულად ათამაშდა, იმის საფუძვლიანი იმედი გაგვიჩინა, რომ ნაკრებშიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.

თორნიკე გორგიაშვილი
ოფიციალური: 1 მატჩი
ამხანაგური: 1 მატჩი
სანაკრებო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს. აქვს იმის შანსი, რომ გაისად უფრო მეტ სანაკრებო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

შოთა გრიგალაშვილი
ამხანაგური: 2 მატჩი
ჯერჯერობით ოფიციალურ შეხვედრებში არ გამოჩენილა, თუმცა თუ ვლადიკავკაზის "ალანიაში" სტაბილურად იასპარეზებს, ალბათ, ასეთ შანსსაც მიიღებს.

ირაკლი ძარია
ამხანაგური: 2 მატჩი
სანაკრებო დებიუტი თებერვალში ჰქონდა, ეგვიპტესთან სპარინგში კი სულაც სასტარტოში მოხვდა.

Sportall.Geდავით თარგამაძე
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 4 მატჩი, 1 გოლი
ნაკრებში შარშან დამკვიდრდა და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. წელსაც ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ალექსანდრე გურული
ამხანაგური: 2 მატჩი
ამ ეტაპზე ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე პრეტენზიას ვერ აცხადებს, თუმცა შანსი ალბათ კვლავ მიეცემა.

ჯაბა ლიპარტია
ამხანაგური: 1 მატჩი
უკრაინაში სტაბილური ასპარეზობის მიუხედავად, ნაკრებში ვერ დამკვიდრდა.

დავით დევდარიანი
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგურ მატჩებზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ოქტომბრის გასვლით ოფიციალურებში მონაწილეობა მაინც მიიღო.

თავდამსხმელები
ნიკოლოზ გელაშვილი
ამხანაგური: 3 მატჩი
წლის დასაწყისში ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ, თუმცა ბოლო დროს "ბოხუმის" 18-კაციან განაცხადშიც აღარ ჩანს და არ არის გასაკვირი, ქეცბაიას რომ აღარ გამოუძახებია.

Sportall.Geლევან მჭედლიძე
ოფიციალური: 4 მატჩი
ამხანაგური: 2 მატჩი, 1 გოლი
გამუდმებული ტრავმების გამო კლუბში საკმაოდ იშვიათად თამაშობს, თუმცა სანაკრებო მატჩების უმრავლესობაში მონაწილეობა მაინც შეძლო და ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.

ვლადიმერ დვალიშვილი
ამხანაგური: 3 მატჩი
შარშან ნაკრების წამყვან ფორვარდად მიიჩნეოდა, თუმცა ხანგრძლივმა უგოლო სერიამ გარკვეული პერიოდის მანძილზე არათუ სასტარტოს, არამედ ნაკრებს მიღმა დატოვა. ეროვნულ გუნდს ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდა.

ირაკლი სირბილაძე
ოფიციალური: 2 მატჩი
ამხანაგური: 1 მატჩი
ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობამ და საუკეთესო თავდამსხმელობამ გზა ნაკრებისკენ გაუხსნა, თუმცა ეროვნულ გუნდში საგოლე ანგარიში ჯერ არ გაუხსნია.

ოთარ მარცვალაძე
ამხანაგური: 1 მატჩი
ტრავმის გამო წლეულს მხოლოდ ერთ სანაკრებო შეხვედრაში შეძლო მონაწილეობა.

Sportall.Geჯაბა დვალი
ამხანაგური: 1 მატჩი
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს და საუკეთესო ფეხბურთელს სანაკრებო დებიუტი ძალიან დაუგვიანდა. ეგვიპტესთან იგი ძირითადში იყო და მოედანზე ერთი ტაიმი გაატარა.

ირაკლი ქობალია
ამხანაგური: 1 მატჩი
სანაკრებო დებიუტი ეგვიპტესთან შეხვედრაში ჰქონდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული