ჩვენს ეროვნულ გუნდს შეუერთდა აკაკი ხუბუტია, რომელიც სავიზო პრობლემების მოსაგვარებლად თბილისში შეყოვნდა.
საწვრთნელმა პროცესმა დაახლოებით საათნახევარს გასტანა.
თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ნაკრების ბანაკში 24 მოთამაშეა.
საქართველოს ნაკრების სადღეისო შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე (ბაქი, აზერბაიჯანი), ზურაბ
ნახევარმცველები: ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), ელგუჯა გრიგალაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), მურთაზ დაუშვილი, ლევან ყენია (ორივე - კარპატი, უკრაინა), დავით დევდარიანი (ორჰუსი, დანია);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ლეგია, პოლონეთი), მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).
21 მარტს საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებები "სტად დე ფრანსზე" ივარჯიშებენ. იქვე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, მატჩი "სტად დე ფრანსზე" 22 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
Le Parisien: რატომ უნდა ითამაშონ საქართველოსთან აუცილებლად პოგბამ და ვარანმა
L' Equipe.fr: ჯერ საქართველოა დასამარცხებელი
ფრანგებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეცდომებზე იცინეს
საქართველოს ნაკრების ვარჯიში წვიმიან პარიზში [VIDEO]
francetvsport.fr: საქართველო - ფრთხილად, საშიშია!
დიდიე დეშამი: ჩვენ ჯერ საქართველოს ნაკრებს უნდა მოვუგოთ!
ირაკლი ძარია: ყველაფერს ვიზამთ, რომ საფრანგეთში საქართველო არ შევარცხვინოთ
მათე ვაწაძე: საფრანგეთთან მატჩს ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელოდება