ლადო დვალიშვილი: გრანდების რიდი დიდი ხანია, დავძლიეთ

AutoSharing Option
მოახლოებული პარიზული მატჩის შესახებ "ლელომ" მცირე ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" 26 წლის თავდამსხმელს ვლადიმერ დვალიშვილს ჩამოართვა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდში საბრძოლო განწყობაა.

- როგორია ბოლო ამბები საქართველოს ნაკრების ბანაკიდან?
- გუნდში კარგი ატმოსფეროა, საწვრთნელი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ყველანი ჯანმრთელად ვართ და ამის გამო სამწვრთნელო შტაბს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას პრობლემები არ უნდა შეექმნას.

- სასტარტო შემადგენლობა ხომ არ გამოკვეთილა?
- თემურ ქეცბაიას ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, ძირითადი თერთმეტი ფეხბურთელი მატჩის დილას გამოცხადდება.

-
როგორი შინაარსის თამაშს ელოდები?

- შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა და ყველანაირად შევეცდებით, ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

- ქეცბაია რა გზებით ცდილობს გუნდის სათანადოდ განწყობას?
- ყოველდღიურად გვესაუბრება და გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია, ფრანგებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამის ჩვენც გვჯერა. მთავარი ის არის, რომ მოედანზე ყოველგვარი ღელვის გარეშე გავალთ. გრანდების რიდი უკვე დიდი ხანია, დავძლიეთ.

- "სტად დე ფრანსზე" თამაში შენთვის, ალბათ, განსაკუთრებული მოვლენაა...
- რამდენიმე ბრწყინვალე სტადიონზე მითამაშია, მათ შორის, მიუნხენის "ალიანს არენაზე", მაგრამ "სტად დე ფრანსი" მაინც გამორჩეული არენაა.

- საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდი?
- ჩვენს მეტოქეს არაერთი ვარსკვლავი ჰყავს, მაგრამ მათ შორის უდიდესი, რა თქმა უნდა, ფრანკ რიბერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს
დიდიე დეშამი: საქართველოს დამარცხება სერიოზული განაცხადია საფრანგეთისთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტადიონზე, გახსნის მერე, პირველი ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა. იგივე დაგბედებოდეთ.
0

სიახლეები პოპულარული