კვირის 1000 წვრილმანი: სად არის თავსატეხი ამოცანა?

AutoSharing Option
როცა საქართველოს ნაკრები მარცხდება, ძირითადად იმაზე მიდის ლაპარაკი, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს და ასეთ დროს მწვრთნელმა რა უნდა იღონოს.

ან იმ აზრს ეძელვა უპირატესობა, რომ მწვრთნელმა საშუალო გაქანების ფეხბურთელებითაც უნდა შეძლოს ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა და გრანდებისთვის კერკეტი კაკალი უნდა გახდეს.

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელის როლი ყოველთვის აქტუალურია, რადგან მწვრთნელმა თავიდანვე იცის, თუ რა გუნდში მიდის, რა ფეხბურთელებთან ექნება საქმე და რა სირთულეებს წააწყდება.

რატომ უხდიან კარგ მწვრთნელებს მილიონებს? თუნდაც იმიტომ, რომ ასეთები განსაკურებული შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან სხვებისგან.

და
რა არის მწვრთნელის შემოქმედება? ის, რასაც გაიოზ დარსაძის კურსებზე ვერ ისწავლი, შემოქმედებითობა ნიჭია და სხვა არაფერი.

მომდევნო კითხვაც: ჰყავს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოქმედებითი მწვრთნელი?

საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი უპირველესი გუნდის დამრიგებელი თემურ ქეცბაია პოლემიკაში შევიდა ჟურნალისტთან და სხვათა გარდა ისიც უთხრა, "თქვენისთანა ჟურნალისტები რომ გვყავს, იმიტომ გვაქვს ასეთი სიტუაცია... რა გინდა მერე რომ გითხრა?... ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთში?... ან კიდო ბევრ გუნდს მოუგია საფრანგეთში?... იმასაც ვერ აკონტროლებ..."

VideoSportall.Ge
თემურ ქეცბაიას კამათი ქართველ ჟურნალისტთან


შემოქმედი მწვრთნელები ასეთი ტონით არ საუბრობენ პრესკონფერენციაზე. მწვთნელიც ადამიანია და აქვს უფლება მდგომარეობიდან გამოვიდეს, მაგრამ პრესკონფერენცია ისეთი ღონისძიებაა, რომ მწვრთნელმა იქ მოქცევა აუცილებლად უნდა იცოდეს.

მედიასთან ურთიერთობის უნარი მწვრთნელისთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი ფეხბურთელების ყოლა.

ხდება ხოლმე, რომ ჟურნალისტი არასწორად სვამს კითხვას, ზედმეტად კრიტიკულია ან შეცდომას უშვებს, მწვრთნელის პროფესია კი ისეთია, რომ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს და ასეთი სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა მოახერხოს - ეს მხოლოდ შემოქმედი კი არა, ჩვეულებრივი მწვრთნელის მუშაობის ნაწილია.

შემოქმედი მწვრთნელი მაინც სულ სხვა არის, მან წინასწარვე იცის, როგორი მატჩი გამოვა მიუხედავად იმისა, რომ მოქმედების განვითარებასთან ერთად ყველაფერი იცვლება- რეჟისურა კი ყველა ვარიანტში თავის ადგილზე რჩება.

ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის თავსატეხ ამოცანას წარმოადგენს. ალბათ აქედან მოდის ქარიზმაც. ფეხბურთელებს უყვართ ასეთ მწვრთნელებთან მუშაობა. ასეთ მწვრთნელებს უხდიან მილიონებს.

შემოქმედი მწვრთნელი არ არის ჯადოქარი, ისიც იქიდან ქმნის შედეგს, რაც სინამდვილეში არსებობს, ოღონდაც რაღაც ახალს ქმნის, არსებულზე უფრო უკეთესს და თუ ამ საქმეს თავი გაართვა, წარმატებაც ხელთ აქვს.

ყველაფერი ეს ინჩი-ბინჩია და არა ფილოსოფია, ამიტომაც ძალიან ადვილია იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, ჰყავს თუ არა საქართველოს ნაკრებს შემოქმედებითი მწვრთნელი.

საფრანგეთთან ყველაფერი ხელის გულზე დადებულივით გამოჩნდა. ზოგი ჩვენი ფეხბურთელი, ჟურნალისტების თუ აგენტების ვარაუდით, ხვალ ლონდონის "არსენალში" მიდის, ზოგიც "ჩელსიში" და ზოგიც კიდევ ვინ იცის, სად.

საფრანგეთმა ყველა თავის ადგილზე დატოვა. ზოგი ქართველი უსუსურად ჩაიკარგა მოედანზე, მიმქრალ ვარსკვლავებს დაემსაგვნენ ის ბიჭები, ჩვენი ფეხბურთის მომავალი რომ გვეგონა.

VideoSportall.Ge
22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1


ერთი და ორი მატჩი კლასიანმა ფეხბურთელმაც შეიძლება ჩააგდოს, მაგრამ ასეთმა მოთამაშემ, რაგინდ ცუდად ითამაშოს, ის კლასი მაინც ეტყობა, რაც საქართველოს ნაკრებში ძალიან ბევრს არ აქვს.

გრანდებთან მანამდეც გვითამაშია და წაგვიგია, ოღონდაც ასეთ მოწინააღმდეგესთან ყოველთვის ჩანდა, ვინ არის მართლა ნიჭიერი - საფრანგეთთან ასეთი ძალიან ცოტა იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლო ჯგუფში - საქართველოს ნაკრების უსიამოვნო პერსპექტივა
მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?
დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე
ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება
ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ავტორს მივმართავ: რას ითხოვ? :) რას ელით ამ ნაკრებისგან ასეთს ? მსოფლიომ დააფასა ქეცბაია ერთი თქვენ ვერ აფასებთ,ანორთოსისით რაებს მიაღწია..ელემენტარული პასის კულტურა დაამყარა ნაკრებში,მანამდე ყველა თავის თავზე რომ იღებდა თამაშს.ძალიან უმადურად აფასებთ ჟურნალისტები.მეტი რაუნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან არ მესმის.სანამ ბარსელონა ამხელა წარმატებებს მიაღწევდა 15 წლიანი პროგრამა შეიმუშავეს, ჰაერზე არ მოსულა ყველაფერი..თქვენ კი გინდათ 2 წელში ყველაფრის მიღწევა.ნაკრების გულშემატკივარი და მწყინს ასეთი მიდგომა თქვენგან..საფრანგეთთან იბრძოლა გუნდმა რაც შეეძლო.იმდროისთვის მაქსიმუმი იყო რაც გააკეთეს,ცოტა საფეხბურთო იღბალიც და უკეთ იქნებოდა ყველაფერი.ფეხბურთი რომ გქონდეთ ნათამაშები პროფესიონალურ დონეზე მიხვდებოდით რასაც ვწერ ეხლა..უეფას თასზე სანატრელი გვაქვს გასვლა რა უფლებით ვითხოვთ რამეს.ასეთი "პრონციპულები " სხვა თემების მიმართ იყავით ჟურნალისტები !!! ჟურნალისტმა თავისი აზრი კიარა რეალური სურათი უნდა ასახოს.ფრანგ ჟურნალისტებს რომ გადაუთარგმნეს ის კითხვები რაც დასვა იმ ქართველმა ჟურნალისტმა სიცილით მოკვდნენ:) :) :)
იბერია
16:14 01-04-2013
0
TENVARI, არ ვიცი, შენ რომელ თამაშს უყურე, მაგრამ მე რომელსაც ვუყურე, იქ საფრანგეთმა პირწმინდად დაგვჩაგრა ყველაფერში - ტექნიკაშიც, ძალაშიც და თუ გნებავს ტაქტიკაშიც. ცოტა რომ მოემატებინათ ტემპისთვის, სამი მაგდენ გოლს გაგვიტანდნენ.
Giorgipirweli
15:36 01-04-2013
0

სიახლეები პოპულარული