ირლანდიაში გასამგზავრებლად საქართველოს ნაკრებს ავიალაინერის გამოცვლა დასჭირდა. ეროვნულმა ნაკრებმა თბილისიდან კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავით გეზი ირლანდიისკენ დილის 11 საათზე აიღო. ერთსაათიანი ფრენის შემდეგ კი პილოტმა კვლავ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა.
მიზეზად ტექნიკური პრობლემა დასახელდა, რომელიც ავიალაინერს ფრენის დროს შეექმნა.
გუნდი თბილისის აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის ახალი ლაინერის მომზადების შემდეგ კი ნაკრები დუბლინში გაემგზავრა.
გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო ეროვნულ ნაკრებს 29 მაისს დანიშნული
ნაკრები დუბლინის ცენტრიდან 15 წუთის დაშორებით, Radisson Blu St. Helen-ის სასტუმროში დაბინავდა.
ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმა მომავალი მეტოქის თამაშს პირდაპირ ეთერში უყურეს. ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა უემბლის სტადიონზე ინგლისთან 1:1 ითამაშა (ირლანდიელთაგან გოლი ლონგის ანგარიშზეა).
საქართველოს ნაკრები 2 ივნისამდე ყოველდღიურად ერთჯერად ვარჯიშებს, ადგილობრივი დროით 18 საათზე, Wayside Celtic-ის მოედანზე გამართავს.
ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 2 ივნისს, დუბლინის "ავივას" სტადიონზე, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.
თემურ ქეცბაია:
"ხანგრძლივი და უცნაური მოგზაურობა კი გამოგვივიდა, მთელი დღე გზაში ვიყავით, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობით ჩამოვედით და დავბინავდით.
მშვენიერი სასტუმროა და ყველანაირი პირობები იმისათვის, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ.
წინ კიდევ ოთხი დღე გვაქვს. ირლანდიის ნაკრების ბოლო თამაშსაც ერთად ვუყურეთ და იმედი მაქვს, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ ერთხელ გაახარონ ქართველი გულშემატკივარი.
ორი რთული თამაში გველის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად".
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების თვითმფრინავმა აეროპორტში არაგეგმური დაშვება განახორციელა
თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!
გურამ კაშია: ირლანდია და დანია ძლიერი და საინტერესო მეტოქეები არიან
დავით კვირკველია: ირლანდიასთან თამაში ჩვენთვის კი არა, ყველასთვის რთულია
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა
მერაბ გიგაური: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემხელა ბიჭისთვის ბევრს ნიშნავს
"ლოს ანჯელეს გელექსი" რობი კინს საქართველოსთან სათამაშოდ არ უშვებს
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა