ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
განსაკუთრებული შედეგებით საქართველოს ნაკრები ვერასდროს დაიკვეხნიდა და გამონაკლისი არც თემურ ქეცბაიას გაწვრთნილები ყოფილან, მაგრამ თუკი აქამდე ჩვენი ეროვნული გუნდი, როგორც წესი, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობას უწევდა და ბრძოლაში მარცხდებოდა, ახლა საქმე უკვე სხვაგვარად იყო - ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ირლანდიელებმა ქართველები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად გაანადგურეს.

რასაკვირველია, ძნელია, კაცნაკლულ გუნდს მოსთხოვო, მეტოქეს სათანადოდ გაუმკლავდეს, მაგრამ ამდენი კოლექტიური თუ ინდივიდუალური შეცდომა მაინც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენს დღევანდელ ნაკრებს რაიმე სერიოზულის მიღწევის პოტენციალი, უბრალოდ, არ გააჩნია.

აბა, სხვა რა უნდა თქვა გუნდზე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელ ვერ დაარტყამს?!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვათა შორის, არც წითელი ბარათი ყოფილა კონტექსტიდან ამოვარდნილი - გიორგი ლორიას გაძევება ხომ აურაცხელი უხეში შეცდომიდან ერთ-ერთს მოჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ძალიან ძნელია, გადმოსცე ის უპერსპექტივობის განცდა, რაც საქართველოს ნაკრების თამაშის ხილვისას გეუფლება და არც იმას აქვს დიდი აზრი, ამ უსიამოვნო საღამოს პერიპეტიები დაწვრილებით გაახსენო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საკუთარი თვალით იხილეს, თუმცა შეხვედრის უმთავრესი ეპიზოდები მაინც აღვიდგინოთ.

Sportall.Geქეცბაიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზევე თქვა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემა არ შეიცვლებოდა. სანაკრებო სიაში ერთადერთი ფორვარდი, ნიკოლოზ გელაშვილია და სასტარტო შემადგენლობაშიც ის მოხვდა; ქართული დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგები, შესაბამისად, უჩა ლობჟანიძემ და დავით კვირკველიამ გაამაგრეს, ცენტრში კი ზურაბ ხიზანიშვილისა და აკაკი ხუბუტიას დუეტი მოქმედებდა; საყრდენებად მურთაზ დაუშვილი და ჯაბა კანკავა ვიხილეთ, შემტევ ნახევარმცველად - ჯანო ანანიძე, მარცხენა შემტევად ალექსანდრე კობახიძე, ხოლო გურამ კაშიამ ამჯერად კიდევ ერთ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, მარჯვენა ნახევარმცველად დაიწყო თამაში.

განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩვენს დაცვაში არსებული ქაოსია. არადა, ცოტა ხნის წინ ეს რგოლი საქართველოს ნაკრებში ყველაზე საიმედო იყო. მე-14 წუთზე შეინ ლონგმა ხუბუტიასა და ხიზანიშვილის შეუთანხმებელი ქმედებით ისარგებლა და სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა ანგარიშის გახსნა გიორგი ლორიამ არ დაანება.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ლორიამ გუნდი პირველად და უკანასკნელად გადაარჩინა. მე-20 წუთზე ლობჟანიძის შეცდომით მეკარესთან პირისპირ ლონგი აღმოჩნდა და ლორიას ისღა დარჩენოდა, საჯარიმოს მისადგომებთან ირლანდიელი თავდამსხმელი აკრძალული ხერხით შეეჩერებინა. მსგავსი ეპიზოდები წითელი ბარათით ფასდება და ამჯერადაც ასე მოხდა.

ასე მიეცა სანაკრებო დებიუტის საშუალება ომარ მიგინეიშვილს, რომელსაც მოედანზე ადგილი ანანიძემ დაუთმო და ამით საქართველოს ნაკრების ისედაც მწირი შემტევი პოტენციალი, ფაქტობრივად, ნულამდე დაეცა. ფაქტია, რომ მიგინეიშვილს საქართველოს ნაკრების კარში გასულ გოლებში ბრალი სხვებზე ნაკლებად მიუძღვის.

ირლანდიელები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. ჯარიმას უმეთვალყურეოდ დატოვებული რიჩარდ კიო გამოეხმაურა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა კიდევ გაგვიტანეს და საქმეც მოგვიმთავრეს. საიმონ კოქსმა ფლანგური ჩაწოდების შემდეგ თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ქართველებს ისღა დარჩენოდათ, როგორმე უფრო დიდი ანგარიშით არწაგება მოეხერხებინათ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა რობი კინმა არც ამის შანსი დაგვიტოვა. აშშ-ში მოასპარეზე სახელოვანმა ვეტერანმა თავდამსხმელმა ირლანდიის ნაკრებში 2 ივნისს 125-ე მატჩი ჩაატარა და "სამყურების" მაისურით რიგით 55-ე და 56-ე გოლები გაიტანა.

ასე უსახურად და გულსატკენად ჩაიარა საქართველოს ნაკრების მორიგმა სპარინგმა. კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რომ დიდი საფეხბურთო ფორუმების ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ფიქრი დღეისთვის სრული უტოპიაა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართველი ჭაბუკები, რომლებიც უკვე სტაბილურად გადიან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, წლების შემდეგ ეროვნულ ნაკრებსაც წინ წასწევენ; ამჟამინდელი რეალობა კი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და დიპლომატიის, "თუ"-სა და "მაგრამ"-ის გარეშე რომ ვთქვათ, ასეთია - 2 ივნისს დუბლინის "ავივაზე" ვიხილეთ გუნდი, რომელსაც მომავალი არ გააჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირლანდია-საქართველო 4:0 - თემურის და მისი რაზმის დუბლინური რბევა
მკითხველის კომენტარები / 45 /
батоно темур чамоикванет натурализебули бразилиелеби да нахавт ра магари накреби гвеколеба амат киде иарон курортебзе тави ро моаквт пеле марадонат
автандил
12 ივნისი 2013 13:17
0
რა განერვიულებთ? დაიკიდეთ რა, სულ ცალ ფეხზე კიდიათ ამათ ყვეყნის პრესტიჟი, ხოდა დავდგეთ და საქართველოს გაფარჩაკებაზე დავდოთ ხოლმე , უეჭველი კუშია :):):), ნერვები მაინც აღარ მოგვეშლება, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
3d
11 ივნისი 2013 19:04
0
ტალანტები რტული ფსიქიკის და ხასიატის ხალხია მიტ უმეტეს ფეხბურტელები ვისაც შეუდზლია ამ ხალხტან საერტო ენის გამონახვა და საქმეში გამოყენება ის დანიშნეტ ამ ქეცბაიას ფეხბურტელებტან ურტიერტობა უჭირს.და ნაკრებში იმას უDზახის ვინც კარგად იქცევა.
leo
07 ივნისი 2013 20:48
0
რა ხუბუტია რის ხიზანიშვილი და ტარგამაძე გაჩერდით რაა. ერთი ნათელი წერტილი არაა ნაკრებში. დამისახელეთ ერთი ფეხბურთელი ვისაც მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ელემენტალური პასის კეთება არ იციან. ეგეთი სასწაული სიჩმორე არსად მინახავს, ფუი ბლიად
kote
05 ივნისი 2013 13:27
0
ჩემო ლევან, ჭაბუკები კი გადიან სტაბილურად მაგრამ ხომკ კარგად იცი რომ მერე რაღაც ემართებათ და ისევ ეგეთ პორნოგრაფიას თამაშობენ? ქართული ფეხბურთის ხსნა სხვა რამეშია და ის სხვა რამე უნდა ვეძებოთ მიზეზად. ამ საწყლებს რომ ვუყურებ ელემენტარული კლასი არ გააჩნიათ. მკერდზე ბურთის მიღება არ იციან ამათ რა უნდა ელაპარაკო. ერთხელ კარში რომ ვერ დაარტყავ რა ფეხბურთზეა საუბარი. ეს ქეცბაია რაც მოვიდა სულ ჩაკლა ნაკრები. შეტევა დამავიწყდა რანაირია ბლინ.
gia
05 ივნისი 2013 13:17
0
შეეშვით ამ დედა აფეთქებულ ფეხბურთს რაც მანდ ფული იხარჯება ყველა სპორტის სახეობას ეყოფა. კარლ ცაისის დედა რომ ვერ მოგვიგეს.წარმოიდგინეთ დინამოს ის თამაში რომ წაეგო ამდენი პრეტენზია საფეხბურტო ქვეყანაზეობაზე არ იქნებოდა ყველას გონია რომ უბრალოდ არ გვიმართლებს, მეტი არაფერი, ტამაში რომ არ ვიცით მერე რა ,ზა ტო რა ფეხბურთელები გვყავდა.
extra
04 ივნისი 2013 23:37
0
gio-gio გამაგებინე ერთი ასეთი უვარგისი და უუნარო ნაკრებში რა ნამუსით იღებს ქეცბაია თვეში 209 500 ლარს ხელფასს?წლიაურად ეს თანხა 2 514 000-ია,უზნეობა არა დაქცეული რომ,გვაქვს მთელი საფეხბურთო მეურნეობა,სულ ღაფავს უსახსრობით ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული ეროვნული ჩემპიონატით დამთავრებული,ამხელა ხელფასს იღებდე კაცი?და იმასაც არ კადრულობდე ირლანდიასთან ლამის მეორე გუნდთან სამარცხვინო თამაშის შემდეგ განმარტება გააკეთო რა მოხდა და ბოდიშის მაგვარი მოუხადო გულშემატკივარს?
daviti
04 ივნისი 2013 11:08
0
ქეცბაიას ან არ აქვს ფეხბურთელების არჩევის უკეთესი ვარიანტი ან შესაზლო ვარიანტებიდან უკეთესს ვერ არჩევს.ვფიქრობ უფრო პირველი ვარაუდია სწორი
temuri
04 ივნისი 2013 10:01
0
ახალგაზრდული ნაკრები ორი კაცით იყვნენ ნაკლული და 9 კაცით 2 გოლის გატანა მოახერხეს. - აი ასე უნდა თამაში როცა გუნდს შეუძლია. ეს კიდე გუნდი კი არა, ნამდვილი ბანდა იყო. და საერთოდ, რა ეტყობოდა ამ გუნდს თუ თამაშობდა საერთოდ რამეს
ვივო
04 ივნისი 2013 08:32
0
რა კველაპერს ხიზანაზე ტეხავტ დანარცენები ხო ხაზავენ
dato
03 ივნისი 2013 23:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული