4 ივნისს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ სფფ-ის საიტთან მცირე კომენტარი გააკეთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ.
"გულდასაწყვეტია, რომ ირლანდიასთან წავაგეთ, მაგრამ წაგებასაც ხომ გააჩნია... სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიშით დავმარცხდით. პრინციპში, თამაშის ძირითადი დრო 10 კაცით ვითამაშეთ.
ასეთი დონის სანაკრებო თამაშებში მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. ამას არავინ გაპატიებს.
კარგი იქნებოდა, ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ცოტა მეტი დრო გვქონოდა, ვინაიდან დანიაც ძალიან რთული მეტოქე იქნება.
დარწმუნებული
ყველა მზადაა და ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მოვახდინოთ", - განაცხადა ნაკრების თავკაცმა.
თავისი მოსაზრება გამოთქვეს ნაკრების ფეხბურთელებმაც.
ლადო დვალიშვილი:
"სამწუხაროდ, პირველი თამაშისთვის ვერ ჩამოვედი, ჩემზე არ იყო დამოკიდებული. "ლეგიას" მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა 2 ივნისს.
ძალიან სამწუხაროა, ასე რომ წავაგეთ... დანიასთან თამაში კი უნდა გამოვიყენოთ, რათა ის მატჩი დავივიწყოთ და გულშემატკივარსაც დავავიწყოთ ".
დავით თარგამაძე:
"მძიმე თამაში გვექნება. წინა მატჩში დაშვებული ის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, რის გამოც ირლანდიასთან წავაგეთ. ყველა ჯანმრთელად ვართ და მაქსიმუმს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის".
იხილეთ ვიდეო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დანია VS საქართველო - თემურ ქეცბაიამ ფორვარდები დაიმატა
თვალსაზრისი: თემურ ქეცბაიას ხვაშიადი
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]