მიხეილ ყაველაშვილი: ხომ იცოდა თემურ ქეცბაიამ, სადაც მოდიოდა?

AutoSharing Option
შვეიცარიაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა საქართველოში.

ახლახან კავშირ "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გაზეთ "კვირის პალიტრას" ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ესაუბრა და ეროვნული ნაკრებისა და მისი მთავარი მწვრთნელის საკითხსაც შეეხო.

- საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის 98-ე ადგილამდე დაქვეითდა... ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ როცა ქეცბაია მოვიდა, გუნდს წაუგებელი სერიაც ჰქონდა და რეიტინგშიც დაწინაურდა...
- ქეცბაია პროფესიონალი, შრომისმოყვარე და გულწრფელი ადამიანია, მაგრამ მთავრობის პიარზე გათვლილ მის დანიშვნას თავიდანვე არ ჰქონდა პერსპექტივა.

თემურს არ ჰქონდა იმხელა
გამოცდილება, რაც ახალი გუნდის ჩამოსაყალიბებლად არის აუცილებელი. როცა ნაკრების ფეხბურთელებიც კი გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ჩანს, გუნდში არაჯანსაღი ვითარებაა.

დღეს ყველა ნაკრების მწვრთნელისკენ იშვერს ხელს, მაგრამ ის თუ იღებს პასუხისმგებლობას, ვინც ქეცბაია დანიშნა?

სფფ-ში ვერ აიღებენ, რადგან მათ არ დაუნიშნავთ ქეცბაია, მხოლოდ შუამავლის როლი იკისრეს. გაიხსენეთ, კონტრაქტის გაფორმების დროს ქეცბაიას გვერდით კულტურის მინისტრი იჯდა. თუ პასუხისმგებლობას ვერაფერზე იღებს, მაშინ რა როლი ეკისრება სფფ-ს?

- არ მიგაჩნიათ, რომ ამ კონტინგენტითაც შესაძლებელია, ნაკრები მხოლოდ დაცვაზე არ ფიქრობდეს?
- ფეხბურთელები არ გვყავსო, მაგრამ... ხომ იცოდა თემურმა, სადაც მოდიოდა?

როცა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები კოორდინირებულად არ მოქმედებენ, არ არის მიზანი, მიმართულება, ჯოხის მხოლოდ ქეცბაიაზე გადატეხა არასწორად მიმაჩნია.

ვინც მოიყვანა, პასუხისმგებლობა მას არ ეკისრება?

- ამ ნაკრებს მეტი არ შეუძლია თუ სელექცია ან ტაქტიკა არ უვარგა? დავუშვათ, წავიდა ქეცბაია, ახალი მწვრთნელი რას შეცვლის?
- ასეთ ვითარებაში ვერავინ გვიშველის. სისტემის, მიდგომის შეცვლაა საჭირო... ჩანს, თემურს იმდენი გამოცდილება არა აქვს, ამ კონტინგენტით მეტს მიაღწიოს. ხორვატიასთან მოგებული თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ ასეთ ფეხბურთს მომავალი არა აქვს-მეთქი. ერთი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ მერე?

უკვე ფეხბურთელებმაც დაიწყეს ლაპარაკი, თქმა აღარც გვჭირდება, უკვე გამჯდარი გვაქვს სისხლში, სულ დაცვაზე ვიფიქროთო...

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა წაუგებელი სერია გვიხაროდა, ხარისხზე, შექმნაზე კი არავინ ფიქრობდა... მთავარი გოლის არგაშვებაა, სხვა გუნდის თამაშზე უფრო ვართ დამოკიდებულნი, ვიდრე საკუთარზე...

(იხილეთ სტატია სრულად)

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

ასევე იხილეთ:
მიხეილ ყაველაშვილი: ფედერაციამ ან ფაქტები დადოს, ან ბოდიში მოიხადოს
მიხეილ ყაველაშვილი: რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება
მიხეილ ყაველაშვილი: ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა
მიხეილ ყაველაშვილი: მე მხოლოდ ფაქტები აღვნიშნე, სამწუხარო ფაქტები...
მკითხველის კომენტარები / 7 /
murtalo
1)შენ ვის ზრდილობაზე ლაპარაკობ?
2)ამ კუანებს რო თამაში არ შეუძლიათ ეგ არც ჩემი ბრალია,არც შენი,არც turi-სი და არც ქეცბაიასი
3)ყოველთვის მწვრთნელს რო ბრალდება წარუმატებლობა და ნასკებივით რო უცვლიან ხოლმე მაგის ბრალია რო გ******ვეს თავზე,ელემენტარული ეთიკის და ქცევის წესები რო არ იცის ფეხბურთელმა სუ რო მარადონას ტექნიკა ქონდეს არ უნდა გამოიძახო,გამოვლენ ეს ლაწირაკი მაიმუნები და დაიწყებენ ინტერვიუებში ქეცბაიაზე ლაპარაკს,მერე უკვირთ რატო არ მიძახებენო.ნიკი ისეთი გაქ კაცი იფიქრებს გუბერსკის ციხეში 20 წელია ანჯდომიო და არ უსწავლებია არავის შენთვის "შიგნით" ნათქვამი და გაკეთებული ჟურნალისტებს რო არ უნდა მოუყვე?
0
აუცილებლად წაიკითხეთ გეგუჩაძის ინტერნეტ-ინტერვიუ...საუკეთესოა საქართველოში დღესდღეობით ჩოდნით, სათეხბურთო ინტელექტითა თუ გამოცდილებით...დიდ დათოს ედგა გვერდში და შვიდი წელი მათი ერთად მუშაობა ვერ წარმოიდგენთ რას ნიშნავს...აბა ქეცბაია არის მწვრთნელი, ტაკტიკისა თუ სტრატეგიის კი არა საერთოდ ფეხბურთის შესახებ ერთი წიგნი მაინც აქვს წაკითხული...დროზეა ეს გასაკეთებელი, ბოლოს მაიც ასე მოხდება და დროს რაღატომ ვკარგავთ...წაიღოს ქეცბაიამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფული და მოგვშორდეს!...ღმერთის არა გწამთ ხალხო?
murtalo
03:13 11-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული